top of page
Untitled.png

საზოგადოებრივი ტრანსპორტი - გერმანია

  • Nodari Kortua
  • Mar 13, 2018
  • 2 min read

1. ვაგრძელებ გერმანულ დღიურებს. დღევანდელი ბლოგით გაჩვენებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწყობას ტიპიურ გერმანულ ქალაქში. ზაარბრიუკენი, როგორც ზაარლანდის დედაქალაქი, საკმაოდ მოზრდილი ქალაქია. შესაბამისად, მისი სატრანსპორტო ქსელიც მრავალფეროვანია. ავტობუსი, ტრამვაი და სუბურბანული მატარებელი სატრანსპორტო ქსელის ძირითად ღერძს წარმოადგენს. განსხვავება ქალაქებს შორის მცირეა, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ დიდ ქალაქებში მეტროცაა და ზოგიერთში დაკიდულ ტრამვაი( დორტმუნდსა და ვუპერტალში).

2. ტრამვაი გაივლის ცენტრალურ უბნებს, გადაკვეთს მთელს ქალაქს და თავის მარშრუტს ასრულებს მეზობელ დასახლებებში.

3. ტრამვაის გაჩერება. ელექტრონული ტაბლო ჩვენთვის უცხო არ არის. კარგი იქნება თუ საათს ჩვენთანაც ცალკე დაამონტაჟებენ. ყველა ტრანსპორტი თავის დროზე მოდის. დაგვიანება ძალიან იშვიათი მოვლენაა.

4. გაჩერებები ადაპტირებულია ნებისმიერი ადამიანისთვის.

5. ადაპტირებულია უსინათლოებისთვის. საერთოდ ევროპაში სავალდებულოა მსგავსი ფილები ტროტუარებზე და ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში იყოს. ტრამვაის კარი ტროტუარის დონეზე ჩერდება იდეალურად. მარტივია ეტლისა თუ ველოსიპედის შეგორება/გამოგორება.

6. სილამაზის გარდა უაღრესად პრაქტიკულიცაა. საშუალოდ 200 ადამიანამდე გადაყვანა შეუძლია მსგავსი ზომის ტრამვაის. ზოგიერთ მოდელს უფრო მეტისაც.

7. ავტობუსები 2 ჯგუფად არიან დაყოფილნი. ლურჯი შეფერილობით დადიან ქალაქში, წითელი შეფერილობით - მეზობელ დასახლებებში.

8. ორიგინალური ავტობუსის გაჩერება. სუპერ!

9. ველოინფრასტრუქტურაზე ცალკე შეიძლება დაწერა. მიუხედავად თავისებური ლანდშაფტისა( ძალიან ვამსგავსებ ბორჯობს ან ლიკანს), ზაარბრიუკენში ძალიან კომფორტულია ველოსიპედით გადაადგილება.

10. ცენტრალურ უბნებში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ნელა იარო. დააკვირდით ქვეითთა გადასასვლელს, შუალედური კუნძულით!

11.

12. ევროპულ ქალაქებში, განსაკუთრებით კი გერმანიაში, ყველა ტრანსპორტი გაივლის რკინიგზის სადგურთან. ერთგვარი ჰაბია! მარტივია ქალაქის ერთი ბოლოდან სადგურამდე მიღწევა. არ გჭირდება გადაჯდომები. დაჯდები ნებისმიერი ნომრის ავტობუსში. ის აუცილებლად გაივლის რკინიგზის სადგურს.

13. საინფორმაციო დაფები ყველგანაა, მაგრამ არ მინახავს ვინმე კითხულობდეს. ხშირად გაუგებრად ეწერა ბევრი რამ, მაგალითად ბილეთის შეძენის ინსტრუქცია.

14. წითელი და ლურჯი ავტობუსი. ლურჯი ქალაქში მოძრაობს, წითელი - ქალაქგარეთ ან აეროპორტში.

15. ავტობუსის გაჩერება ცნობილი ლოგოთი. ''H'' (Haltestelle - გაჩერება)

16. ვიწრო უბნებში გაჩერებები სპეციალურ ჯიბეებშია. სავალ ნაწილს არ კეტავენ. დააკვირდით რამდენი დეტალია გაჩერებაზე. ველო პარკინგი. საფოსტო ყუთი. კერამიკული ფილები უსინათლოებისთვის, როგორც დავწერე ყველგანაა.

17. რეკლამების გარდა გერმანელები გაჩერებებს აგიტაციისთვისაც იყენებენ. ამ კონკრეტულ გაჩერებაზე ბანერი, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე გვაძლევს ინფორმაციას. პარტნიორებს ურჩევს პრეზერვატივის გამოყენებისკენ!

18. საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმაოდ ძვირია, თუ არ ხარ სტუდენტი ან არ სარგებლობ რაიმე შეღავათით. 8.50 ევრო აეროპორტიდან რკინიგზის სადგურამდე.

19.

სიახლეებისთვის ესტუმრეთ ბლოგის ფეისბუქგვერდს.

აქვე სხვა გერმანული ბლოგები:

 
 
 

Comentarios


bottom of page