top of page
Untitled.png

რა საერთო აქვს ჰამბურგის ელბფილარმონიას ადამიანის ძვალთან?

  • Nodari Kortua
  • Sep 28, 2017
  • 1 min read

1. ელბფილარმონია, ჰამბურგის საკონცერტო დარბაზი, მდებარეობს მდინარე ელბის კუნძულ გრასბროოკზე. საკონცერტო დარბაზი გახსნა 2017 წლის 11 იანვარს, 10-წლიანი მშენებლობის დასრულების შემდეგ. 26-სართულიანი შენობის სიმაღლე 110 მეტრია. 2 100 ადგილიანი დიდი და 550 ადგილიანი მცირე საკონცერტო დარბაზების გარდა შენობაში მდებარეობს სასტუმრო 244 ოთახით, 45 ბინა, მაღაზიები, რესტორნები და ავტოსადგომი. მერვე სართულზე მდებარეობს აივანი, რომელიც ღიაა დამთვალიერებლებისათვის. პროექტის განხორციელებაში ჩაერთო შვეიცარიული არიტექტურული ბიურო Herzog & de Meuron. . შენობის მშენებლობა საბოლოოდ 789 მილიონი ევრო დაჯდა ანუ 2 მილიარდ 300 მილიონი ლარი.

2. შენობა უანალოგოა. 1990 წლამდე ფუნქციონირებდა როგორც ჰამბურგის ყველაზე დიდი საწყობი. ძირითადად ინახებოდა ჩაი და კაკაო.

3. ზედა ნაწილის დაშენება მრავალწლიანი განხილვის შედეგად გადაწყდა.

4. შენობის სავიზიტო ბარათი 2100 ადგილიანი საკონცერტო დარბაზია. ისტორიაში პირველად გამოიყენეს მათემატიკური ალგორითმი საუკეთესო აკუსტიკის მისაღებად. ჭერის სიმაღლე 30 მეტრია!

5. აღმოჩნდა, რომ ადამიანის ძვლის ღრუბლისებრი ნივთიერება საუკეთესო ხმის და ჰაერის დამჭერია. ალგორითმმაც სწორედ ეს აჩვენა. შესაბამისად, გადაწყდა მოსაპირკეთებელი ფილები ძვლის ღრუბლისებრი ნივთიერების ფორმის ყოფილიყო. ჯამში 10 000 ასეთი პანელი დამზადდა და თითოეული უნიკალურია. მიკროფონი ან ხმის გამაძლიერებელი საჭირო არ არის!

6.ადამიანის ძვლის ღრუბლისებრი ნივთიერება.

7. პანელები ორღანთან. საოცრებაა!

8. ცენტრალურ ჰოლში შესასვლელიც ასეთი უნდა!

9. შენობისთვის სპეციალურად 1000 ტალღოვანი ფანჯარა დამზადდა.

10. შესრულების ხარისხი!

11. ფანტასტიკა!

12.

13. ფანჯარაც ასეთი უნდა!

14. სასტუმრო ნომერი.

15. ჰოლი მე-8-ე სართულზე

16.

17. როგორ მოგწონთ ფილარმონია?

სიახლეებისთვის ესტუმრეთ ბლოგის ფეისბუქგვერდს.

 
 
 

Comments


bottom of page