გოტფრიდ ბოემის ბრუტალიზმი
- Nodari Kortua
- Aug 27, 2017
- 1 min read
მეორე მსოფლიო ომს ვერც ზაარბრიუკენი გადაურჩა. 1944 წლის ოქტომბრის დაბომბვებმა ქალაქის 60% გაანადგურა. მათ შორის ტალშტრასეზე მდებარე საერთო საცხოვრებელი, რომელიც შტენგელისეული სასახლის კომპლექსის გაგრძელებას წარმოადგენდა. ოქტომბრის რეიდებმა შენობის 80% გაანადგურა. მის ადგილას ახალი, მაგრამ ფუნქციურად მსგავსი შენობის აგება გადაწყდა. შენობა, რომელიც დღევანდელი სახით დგას წარმოადგენს 5-6 სართულიანი შერეული ტიპის საცხოვრებელ-საპარკინგე ნაგებობას, რომელიც ტერასული შენებითა და ბრუტალური არქიტეკტურით გამოირჩევა. პროექტის ავტორი ცნობილი გერმანელი არქიტეკტორი და ისტორიკოსი გოტფრიდ ბომია. იგი ასევე მონაწილეობდა ზაარბრიუკენის სასახლის რესტავრაციასა და გაფართოებაში.

1.ხედი ქუჩიდან. შენობა გოტფრიდ ბომისთვის დამახასიათებელ ბრუტალურ სტილშია. ქვედა სართულებზე ოფისები და მრავალსართულიანი პარკინგია.

2. შენობა იმეორებს ქუჩის მიმართულებას და არ დგას სწორხაზოვნად.

3. მაქსიმალურად არის შენარჩუნებული ისტორიული შენობები. თუნდაც ასეთი მონსტრის მეზობლად.

4. კონტრასტული ფანჯრები ფასადზე.

5. შენობა 1978-82 წლებში აშენდა და დღემდე არ არის ფასადი დამახინჯებული. კონდინციონერები? :)

6. მაგალითი, როგორ დავფაროთ სანაგვე ყუთები ცენტრში.

Comments