ახალი უბანი გლდანში. იცხოვრებდით აქ?
- Nodari Kortua
- May 9, 2019
- 2 min read

1. გლდანში მშენებლობის ბუმია! ძნელად მახსენდება უბანი, სადაც ისეთი სიმჭიდროვით შენდებოდეს ახალი ბინები, როგორც გლდანში. წლების წინ იყო ჰუალინგის ქალაქი თბილისის ზღვაზე, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია და ოდესღაც დიდი დიღომი... ლისი ვერანდაც არ დაგვავიწყდეს. რა თქმა უნდა, იგულისხმება ბოლო 27 წელი. განსაკუთრებული აქტივობა შეინიშნება ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთროულად 13 კორპუსი შენდება. ფორმას იღებს და ყალიბდება ახალი უბანი ყოველგვარი წინასწარი გათვლებისა და დაგეგმარების გარეშე. ამ პოსტში გაჩვენებთ და მოგიყვებით იმის შესახებ, თუ რა შეიძლება დაგხვდეთ ასეთ უბანში უკვე გადაწყვეტილი ბინის შეძენისას.

2. მოუახლოვდებით თუ არა გლდანს ჰორიზონტზე აუცილებლად დაინახავთ უჩვეულოდ ბევრ ამწეს. აქ შენდება ახალი უბანი. ბინები გათვლილი დაბალ და საშუალო სეგმენტზე.. ანუ უგემოვნო ნაგავი უგემოვნო და უფულო ადამიანებისთვის. ზუსტად ასე წარმოუდგენიხართ ძვირფასო მკითხველებო დეველოპერებს, ვინც აქ ბინებს გიშენებთ. მტვერი, სიბინძურე, დეპრესია! შესადარებლად გამოვიყენებ ავსტიულ მაგალითს. კერძოდ, ვენის ერთ-ერთ ახალ უბან ''ზეეშტადტს''. შევადაროთ სად სცემენ ქალაქსა და მყიდველს პატივს და სად არა.

3. ზეეშტადტი არის ახალი უბანი ვენაში. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობით თბილისი და ვენა თანატოლები არიან, არავის მოსვლია თავში ავსტრიის დედაქალაქში 10-15 სართულიანი კორპუსები აეშენებინა, მიუხედავ იმისა, რომ ახალი უბანი პერიფერიულ რაიონ დონაუშტადტში მდებარეობს და ათეულობით კილომეტრითაა დაშორებული ისტორიულ უბნებს.

4. იყიდება ბინები..იყიდება ბინები.

5. ყოველ გადადმულ ნაბიჯზე ახალ მშენებლობას ეყრება საფუძველი. შენდება სწრაფად და უხარისხოდ.

6. უბანი შენდება ყოველგვარი წინასწარი დაგეგმვის გარეშე. ცივილურ ქვეყანაში ჯერ იგება გზები, ტროტუარები, კეთდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და მხოლოდ ამის შემდეგ შენდება ბინები.

7. მზად ხართ ასეთ გარემოში იცხოვროთ?

8. თქვენ წარმოიდგინეთ წვიმაში ან თოვლში აქ რა მოხდება. ბინის შეძენისას ჯობს ადგილი, როგორც კარგ, ასევე ცუდ ამინდში დაათვალიეროთ, რათა წინასწარ გათვალოთ რა ზომის სარეცხი მანქანა დაგჭირდებათ და რა ფერის ფეხსაცმლის ტარებაზე მოგიწევთ უარის თქმა მომავალში.

9.

10. ვენაში შეგიძლიათ ჩაიცვათ თეთრი და არ ინერვიულოთ იმაზე, რომ ბავშვი ტალახიანი ამოვა სახლში. დაბალი სართულიანობა, წინასწარ გათვლილი შიდა საუბნო გზები და ტროტუარები. ნახეთ რა სილამაზეა!! შესრულების ხარისხზე აღარაფერს ვამბობ.

11. გენადის ბიჭები და ქარელის ბრიგადა არხეინად აშენებს ბინებს გლდანში. ხარისხი და შესრულება მეორეხარისხოვანია, მთავარია პატრონს დროულად ჩაბარდეს ბინა. ახალმოსახლეობაზეც ბევრი ღვინო დაილევა და ქვეყანაც დაილოცება.

12. საკონცენტრაციო ბანაკი. გაზის ნაცვლად ცემენტის მტვერი გუდავს ხალხს.

13. კარგი ეზო სოფელში. გლდანში ბეტონი. საბავშვო მოედანი არის სიკვდილის იარაღი.

14. ვენაში იციან მყუდრო ეზოს ფასი.

15. საბავშვო მოედნების მოწყობაც უნდა იცოდნენ წესით.

16.

17. რას იტყვით ასეთ შესასვლელზე? ან ავტომობილის მძღოლზე?

18. ვენაში, მოსაწყენი წესრიგი და სისუფთავეა. როგორ შეიძლება აშენებდე და გზაზე ცემენტის მეშოკები არ გეყაროს?!

19. გლდანური თაუნჰაუზი. ვისაც მრავალსართულიან ბინაში ცხოვრება მობეზრდა, არსებობს ალტერნატივაც.

20. თან როგორი ალტერნატივა. მეფე ხარ, უბრალო მობინადრე კი არა!

21.

22. პანორამა გლდანის ჯუნგლებიდან.

23. ქართველი რენცო პიანოს შედევრი.


Comments