top of page
Untitled.png

სასახლე ხალხს!

  • Nodari Kortua
  • Sep 26, 2017
  • 2 min read

1. დღეს ისტორიაზე ნაკლებად ვისაუბრებთ. ზაარბრიუკენის სასახლის მაგალითზე გაჩვენებთ თუ როგორ არის ინტეგრირებული ისტორიული შენობა თანამედროვე ქალაქში. პიკნიკი, კაფეები, ბარები და ღია სივრცეები. წარმოგიდგენიათ დადიანების სასახლეში ან რაბათში მსგავსი რამ?

2. სასახლის კომპლექსი შედგება რამოდენიმე შენობისგან. ამჟამად ამ შენობაში მუზეუმია გახსნილი და დამთვალიერებელს სთავაზობს ექსპონატებს მთელი მსოფლიოდან. დააკვირდით მარცხენა ქვედა კუთხეს. შენობის უკან ეკლესიაა. კულტურულად სმა-ჭამა ყველგან შეიძლება.

3. იქვე დგას ძველი საკრებულოს შენობა. მეორე მსოფლიო ომის დროს ამ შენობების დიდი ნაწილი დაინგრა და მოგვიანებით აღადგინეს. შენობაში ფუნქციონირებს ზაარლანდის სახალხო სკოლა, რომელიც ზაარლანდის უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია.

4. ამ სკოლაში ვსწავლობდით მე და ჩემი ბიძაშვილი გერმანულ ენა და ლიტარატურას.

5. კიდევ ერთი შენობა დგას სასახლის მომიჯნავედ. ამჯერად ზაარის ისტორიული მუზეუმი, რომელსაც მიწისქვეშა გვირაბებისკენ მივყავართ.

6. სასახლე ახლანდელი სახით მე-16-ე საუკუნეშია აშენებული და მისი ავტორი ფრიდრიხ იოაჰიმ შტენგელია. 1945 წლის ოქტომბერში, ალიანსის დაბობმბვებმა შენობის დიდი ნაწილი გაანადგურა და მოგვიანებით მისი რეკონსტრუქცია გადაწყდა. ისევ დააკვირდით ქვედა მარცხენა კუთხეს. საზაფხულო კაფე ხალხით!

7. სასახლის ცენტრალური პავილიონი მასიური მეტალის კონსტრუქციაა და მისი ავტორი, გერმანელი არქიტეკტორი გოტფრიდ მოემია. სასახლის გარდა მას კიდევ ერთი პროექტი ეკუთვის ზაარბრიუკენში, რომელზედაც ადრე დავწერე პოსტი. ჩვენ კიდევ გელათის 1 ლიფტი არ მოგვეწონა. :)

8. ხედი პავილიონის შესასვლელიდან.

9. სასახლის უკანა ეზოში ფრანგულ-გერმანული ბაღია. ფართი მზად არის ღონისძიებების ჩასატარებლად. ქოლგები აკეცილია, ყვითლად კი სკამებია დაკეცილი კუთხეში.

10. ვეშვებით ბაღში

11. როგორ მოგწონთ?

12. ჰორიზონტზე მოჩანს ზაარბრიუკენის თეატრი, რომელიც თბილისის მოედანზე მდებარეობს. ბაღი კი საოცრებაა!

13. ბაღიდან იშლება პანორამული ხედები ქალაქზე. მარცხნივ მოჩანს მდინარე ზაარი, შუაში ზაარლანდის პარლამენტი, უკან ეკონომიკისა და ტექნოლოგიების კვარტალი.

14. იქვე არის გერმანელი მებალახე-ბოტანიკოსის ჰირონიმუს ბოკის ბაღი.

15. ეს კი უშუალოდ შიგნით ბოკის ბაღში. დარგულია სამკურნალო მცენარეები.

16. ''არ გადახვიდეთ გაზონზე'' ხშირად შეხვდებით ჩვენთან. აქ კი ეზო მთლიანად ხალხის განკარგულებაშია.

17. ქარის შუილი, ფოთლების შრიალი და სიგრილე!

18. ლამაზია. არ ვიცი რამდენად შეამჩნევთ, მაგრამ შენობასთან კიდევ ერთი ღია კაფეა. თუმცა ამ დღეს არ მუშაობდა. ჩანს ცარიელი სკამები და მაგიდები.

19. სამაგიორედ ესენი მუშაობდნენ :)

20. სასახლის ეზოდანაც იშლება პანორამული ხედები ქალაქზე. მარჯვნივ მოჩანს სავაჭრო უბანი, რომელიც 1 გრძელი საფეხმავლო ქუჩაა.

21. ოპ.. ისევ კაფე. გარემო ცოცხალია

22. ველო პარკინგი სასახლის ეზოში.

სიახლეებისთვის ესტუმრეთ ბლოგის ფეისბუქგვერდს.

 
 
 

Comments


bottom of page