top of page
Untitled.png

მდიდარი ქვეყნის, მდიდარი კლინიკა!


1. ზაარბრიუკენის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა ერთ ერთი გამორჩეულია მთელს ზაარლანდში თავისი მომსახურების მაღალი ხარისხითა და სამედიცინო მიმართულებების სპექტრით. ციფრებში რომ გითხრათ, კლინიკაში არის 583 საწოლი, მუშაობს 2000 ადამიანი, ემსახურება 27 000 ათასს სტაციონარულ და 80 000 ამბულატორიულ პაციენტს წელიწადში. კლინიკის მასშტაბებიდან გამომდინარე წლიური ბრუნვაც მაღალია. 128 მილიონი ევრო. ამ ბლოგში არ ვაპირებ გერმანული სამედიცინო სისტემის აღწერას ან იმის ჩვენებას თუ როგორ მუშაობენ ექიმები მსგავს დაწესებულებებში, არამედ მსურს გიჩვენოთ თუ როგორ არის მოწყობილი ტიპიური მრავალპროფილიანი კლინიკა გერმანიაში და შემდგომ ბლოგებში შევადაროთ მსგავსი ზომის ქართული კლინიკები აქაურს.

2. შესასვლელშივე გვხვდება დიდი საინფორმაციო აბრა. მარტივად ჩანს ყველა ბლოკის განლაგება. გვიადვილდება ორიენტირება.

3. ეზო სუფთა და მოწესრიგებული. ბევრი სიმწვანე

4. კლინიკა მდებარეობს სიმწვანეში, ქალაქის ყველაზე მაღალ ადგილას ვინთერბერგის რაიონში.

5. ყველა ნარგავთან შევხვდებით მსგავს საინფორმაციო ბარათებს. გვაძლევს ინფორმაციას მცენარის სახეობაზე.

6. ცენტრალური ბლოკის წინ შვეულმფრენის დასაფრენი მოედანია. ძირითადად სადაზღვევო კომპანია ,,ADAC'' შვეულმფრენს გადაყავს ან მოყავს პაციენტები.

7. ცენტრალური ბლოკი. არსებობის მანძილზე კლინიკა მრავალჯერ გადაკეთდა. მსგავსი სახე კი 8 წლიანი მშენებლობის შემდეგ მიიღო, რომელიც 2006-14 წლებში მიმდინარეობდა. რეკონსტრუქციის შედეგად გაიზარდა სართულიანობა, საწოლების რაოდენობა და პროფილი. რეკონსტრუქცია კლინიკის ბიუჯეტს 34 მილიონი ევრო დაუჯდა.

8. ცენტრალური შესასვლელი. აქვეა კაფე და ყვავილების მაღაზია.

9. ფასადი დაფარულია აგურით. აგური ყველაზე მეტად აკავებს რადიაციას.

10. რეანომობილი. ცნობისთვის, გერმანიაშიც 112-ით ვუკავშირდებით სასწრაფო დახმარებას.

11. პერსონალისთვის და ვიზიტორებისთვის კლინიკის შესასვლელთან მრავალდონიანი პარკირებაა. პარკირების პრობლემა მოხსნილია!!

12. კლინიკის ეზოშივე ჩერდება ავტობუსი.

bottom of page