top of page
Untitled.png

რეკონსტრუქცია ლიეტუვურად. როგორ მოვარჯულოთ კომუნისტური არქიტექტურა?!


1. არ არის ისტორიებში ქექვა საჭირო, როდესაც ასეთი ტიპის არქიტექტურას წააწყდებით საზღვარგარეთ დარწმუნებული იყავით, რომ ამ ქვეყანაში კომუნიზმი თუხთუხებდა. დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად გაჩნდა საჭიროება განახლებისა და ტრანსფორმაციის. ჩემი აზრით, კომუნისტური არქიტექტურის განადგურება და სრული ტრანსფორმაცია დაუშვებელია, რადგან არქიტექტურა მუდამ იყო და იქნება ეპოქის სარკე. გამონაკლისის სახით შეიძლება დაიშვას საცხოვრებელი სახლების რეკონსტრუქცია გამომდინარე მისი ხანდაზმულობის, უეფექტურობისა და არქიტექტურული ღირებულების არქონიდან. გამოგიტყდებით, ხრუშჩოვკების რეკონსტრუქცია ჩემი ერთ ერთი ყველაზე საყვარელი და საინტერესო თემაა. განსაკუთრებით აქტიურად ვადევნებ თვალს ამ პროცესს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და არ იქნება ურიგო თუ ჩვენი ქვეყანაც გაიზიარებს ჩვენი მეგობრების გამოცდილებას მომავალში.

დღევანდელ პოსტში გაჩვენებთ მაგალითს, თუ როგორ ტრანსფორმირდა ერთი ჩვეულებრივი კომუნისტური ყუთი თანამედროვე მწვანე, ენერგოეფექტურ შენობად ლიეტუვაში.

2. თუ ფანტაზია და ნიჭი არ გღალატობს.. ნეხვიდან კანფეტის გამოყვანაც არ ყოფილა რთული. ასე მოხდა ვილნიუსში 2016 წელს.

3. შეადარეთ რა იყო და რა გახდა. როგორც გითხარით შენობა მდებარეობს ვილნიუსში. მისი რეკონსტრუქცია 2016 წელს განხორციელდა Architects Paleko architektu studija-ს მიერ.

4. შენობაში ახლა ვილნიუსის ბოტანიკური ბაღის ლაბორატორიაა განთავსებული.

5. შენობა ჰარმონიულად ერწყმის გარემოს.

6. წარმოგიდგენიათ ასეთი ვერანდა თქვენი ხრუშჩოვკის სახურავზე?

7. სიმწვანე ფასადზე ბუნებრივია.

8.

9. როგორ მოგწონთ რეკონსტრუქცია?

bottom of page