გერმანია, სახლები!
- Nodari Kortua
- Sep 24, 2017
- 2 min read

1. დღევანდელ ბლოგში ერთად გავივლით იმ მარშრუტს, რომლითაც თითქმის ყოველდღე დავდიოდი ჩემი გერმანიაში ცხოვრების პერიოდში. დავათვალიეროთ გერმანული უძრავი ქონება და რამოდენიმე სიტყვით შევეხები მათი მოწყობის ტიპს.
ზაარბიუკენი მთაგორიანი ქალაქია, ამიტომ ფეხით ან ველოსიპედით ჩაგორება ქალაქში მარტივია, აი ამოსვლა კი..... ახლა ვიმყოფებით ვინთერბერგის რაიონში. ხელისგულივით მოჩანს ქალაქი და საფრანგეთი. დიახ ჰორიზონტზე ფრანგული ქალაქი ფორბახია. ზაარბრიუკენი ამ 2 ქვეყნის საზღვარზე მდებარეობს.

2. ჩავუყვებით ქუჩას. ამ უბანში დგას, როგორც კერძო 1-2 სართულიანი სახლები, ასევე 2-3 სართულიანი თაუნჰაუზები. გერმანიაში, ისევე როგორც ევროპის სხვა განვითარებულ ქვეყნებში სახლების უმეტესობა ქირავდება სართულებად. გასაყიდად გამოტანილი ობიექტები ძალიან ცოტაა.

3. ასეთი ზომის სახლში შეიძლება ცხოვორბდეს 2 ოჯახი. ქირის ფასი დამოკიდებულია სახლის მდებარეობასა და მდგომარეობაზე. ამ კონკრეტულ უბანში 100მ კვადრატი საცხოვრებელი ფართი დაახლოებით 800-1500 ევრო ღირს თვეში. ფასები შეიძლება ვნახოთ Immobilienscout24.de-ზე ან immowelt.de-ზე.

4.ყველა სახლი განსხვავებული პროექტითაა აშენებული.

5. დააკვირდით დეტალებს. როგორი ლამაზი კარი, სახლის ნომერი და ფანარია! ღილაკების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სახლში 3 ოჯახი ცხოვრობს.

6. იქვე მშენებარე სახლი. ბევრი კომპანიაა, რომელიც გამზადებული პროექტით აშენებს სახლს. სამშენებლო მოედანი ცალკე ყურადღებას იმსახურებს. სახლი არ არის შემოღობილი დაფარული მეტალის ღობით, როგორც ჩვენთან. მუშებისთვის დგას საპირფარეშო და სამზარეულო. ამ ყველაფერს უზრუნველყოფს სამშენებლო კომპანია და არა სახლის მეპატრონე, როგორც ჩვენთან.

7. პროექტის მიხედვით სახლი 2 ოჯახზეა გათვლილი. მახსენდება ზუგდიდში მშენებარე სახლის სარეკლამო ბანერი.

8. ბანერი ზუგდიდში. როგორ მოგწონთ? ევრორემონტი :)

9. ვაგრძელებთ სვლას. ეს სახლი 3 სართულიანია. დანარჩენი 2 სართული ქვემოთაა და ლანდშაფტზე კასკადურად ეშვება.

10.

11. რაც უფრო ჩავდივართ, მით უფრო ძველდება სახლები. კონკრეტული თაუნჰაუზები 1900-იან წლებშია აგებული. ბევრი მათგანი მეორე მსოფლიო ომს პირვანდელი სახით გადაურჩა. დააკვირდით ნაგვის ურნებს. ცალკეა შუშის ბოთლების, ქაღალდებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის.

12. სიმშვიდე, სიმწვანე და სილამაზე.

13.

14. იცხოვრებდით ასეთ სახლში?

15. ზოგიერთ სახლს ღობე სიმბოლურად აქვს

16. დარაბები სახლს მეტ სიმყუდროვეს მატებს.

17. ზოგიერთს ღობე საერთოდ არ აქვს. რეალურად არც არის საჭირო. ძროხა და ძაღლი აქ არ დარბის. ქვაფენილი და ყვავილები იდეალურ გარემოს ქმნის. ყველა ეზო ისეა მოვლილი თითქოს მეზობლები ერთმანეთ ეჯიბრებიან.

18. ჩემი აღმოჩენა და წლის ფავორიტი, სიტროენ C4 კაქტუსი.

სიახლეებისთვის ესტუმრეთ ბლოგის ფეისბუქგვერდს.
აქვე სხვა გერმანული ბლოგები:
Comments