top of page
Untitled.png

როცა არქიტექტურა და მედიცინა ხვდებიან ერთმანეთს. გაგუას კლინიკა


1. ასეთი ლამაზი სიტყვებით გახსნა ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა, გაგუას ახალი კლინიკა 2017 წელს დიღომში. ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო დაწესებულების იერსახეზე იმუშავეს არქიტექტორების ჯგუფმა, სხვათაშორის ქართულმა გუნდმა, რისთვისაც მრავალი ჯილდოს მფლობელებიც გახდნენ. ეს პოსტი კლინიკის რეკლამად რომ არ ჩაითვალოს, მხოლოდ მისი არქიტექტურული ნაწილით დავინტერესდებით.

2. შენობის დიზაინი ეკუთვნის Tsustrikidze + Partners -ს. ამავე კომპანიას ეკუთვნის ჩაფიძის კლინიკის პროექტიც. ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში სამედიცინო სფერო მნიშვნელოვნად გაიზარდა და განვითარდა, რამდენად სწორი მიმართულებით ეს უკვე სხვა საკითხია. საგრძნობლად იმატა კლინიკების რაოდენობამაც, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა შენდებოდა( და ახლაც შენდება) საქათმეები, ყველაზე იაფი თურქული მასალითა და ჩინური ტექნოლოგიით, რა თქმა უნდა მინიმალური სამედიცინო სტანდარტების დაცვით. ვიზუალზე ზრუნვით თავს არავინ იწუხებს(და) მთავარია კლინიკა დროზე აშენდეს და ფულის კეთებაც სწრაფად დაიწყოს.

3. გაგუას კლინიკა გამომაკლისია ამ შემთხვევაში. ვსაუბრობ მხოლოდ ვიზუალზე. ექიმების კვალიფიკაციასა და მომსახურების ხარისხზე თავად გადაწყვიტეთ. კლინიკაში მარტო ექიმის ტკბილი სიტყვის გაგონების გარდა აუცილებელია თავი შედარებით მშვიდად და კომფორტულადაც ვიგრძნოთ. ადამიანის პირველად განწყობაზე ყველაზე მეტად მოქმედებს ვიზუალური აღქმის შედეგად წარმოქმნილი იმპულესები. ფერთა ფსიქოლოგია კი ამ ჯაჭვში ერთ ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.

4. კლინკის ინტერიერი ისეთ ფერებშია შერჩეული, რომ ადამიანი იყოს კონცენტრირებული და ამასთანავე მშვიდად იგრძნოს თავი. არ დაგვავიწყეს შენობაში განთავსებულია სამშობიარო. ორსულ ადამიანს ეს 2 ყველაზე მეტად სჭირდება.

5. ყვითელი ფერი გამოიყენება იქ სადაც ფიქრი, აზროვნება და კონცენტრაციაა საჭირო. აქტიურად გამოიყენება ოფისებსა და სასწავლო დაწესებულებებშიც. მწვანე ფერი ამშვიდებს. გააჩნია ტონალობას. კლინიკა გათვლილია 100 საწოლზე.

6. ავეჯიც კი არ არის ამოვარნილი საერთო სურათიდან. მხოლოდ საქებარი სიტყვები ადმინისტრაციას, რომ არ დაზოგა ფული და ყველაფერი პროექტის მიხედვით გაკეთდა.

7. უიშვიათესი მოვლენა ქართულ კლინიკებში!! ავეჯი ინტერიერის ნაწილია

8.

9. ინტენსიური თერაპიის პალატა. ყველაფერი მოწოდების სიმაღლეზეა.

10. ესეც საოპერაციო. საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტით ყველა ოთახი მსგავი ლინონიუმით უნდა იყოს მოფენილი და კატეგორიულად დაუშვებელია გრანიტის ან სხვა მასალი ფილების გამოყენება, მითუმეტეს საოპერაციოში. ღარებში ჩამჯდარი მტვერი და ჭუჭყის გაწმენდა რთულდება. მოგეხსენებათ, სტერილობა და სისუფთავე რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დაწესებულებაში. სამწუხაროდ ბევრ ქართულ კლინიკაში ამ ელემენტარულ სტანდარტსაც კი არ იცავენ.

11. პალატა რამოდენიმე ორსულზე. მართალია, საპირფარეშოშიც აუცილებელია კონცენტრაცია :))

12. ესეც პალატა ერთ ორსულზე. დააწვენდით მეუღლეს ამ კლინიკაში? :)

აქვე შეგიძლიათ ნახოთ:


bottom of page