top of page
Untitled.png

ცენტრალური რკინიგზის სადგური, ზაარბრიუკენი. ნაწილი I


1. როგორც მოგეხსენებათ ზაარბრიუკენი არის ზაარლანდის დედაქალაქი, შესაბამისად ყველაზე დიდი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ცენტრი სწორედ აქ მდებარეობს. რკინიგზა დიდი პოპულარობით სარგებლობს გერმანიაში. არ არსებობს ქალაქი თუ მცირე დასახლება სადაც მატარებლით არ მიისვლება, შესაბამისად, მოსახლეობაც ავტობანებზე საცობებში დგომას მატარებლით კომფორტულ მგზავრობას ამჯობინებს.ქალაქის ცენტრალური მატარებლის სადგური მდებარეობს ზაარის მარჯვენა სანაპიროზე, სავაჭრო უბანში. ყველა ძირითადი სატრანსპორტო არტერია სწორედ სადგურთან გაივლის, შესაბამისად მოხვედრა საკმაოდ იოლია.

2. სადგურის მოედანი სავსეა ველო პარკინგითა და გარაჟებით.

3. სადგურის მოპირდაპირედ არის ავტობუსებისა და ტრამვაის გაჩერება. ყველა ძირითადი მარშრუტი სწორედ ამ ადგილას გაივლის.

4. ველო პარკინგი.

5.

6. სადგურის მოედანი მწვანე და სადაა, თუმცა საკმაოდ ხმაურიანი და დანაგვიანებული. მოედანი ლოთებისა და ბომჟების საყვარელი ადგილია.

7. პარკინგი ფასიანია. ვიზიტორს ეკრძალება ადგილზე 4 საათზე მეტი ხნით გაჩერება. პრივატ პარკინგზე კი მაქსიმუმ 1 დღით. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ საპარკინგე ადგილები სხვა მანქანებსაც შეხვდეთ.

8. მთავარი შესასვლელი

9. სადგურის ტერიტორიაზე მოწევა აკრძალულია, მხოლოდ მწეველთა წერტილებში.

10. შევდივართ სადგურში.

11. შენობაში არის ისეთი ბრენდები როგორიცაა KFC, Dunkin' Donuts, Barbarosa.... მოკლედ შიმშილის არ შეგეშინდება!

12. საინფორმაციო ტაბლო, როგორც აეროპორტებში

13. ბილეთის შეძენა შეიძლება ონლაინ, სალაროში ან ასეთ აპარატებში, რომლებიც მხოლოდ სადგურში დგას.

14. ეკრანი სენსორული. საკმაოდ მარტივი დაჯავშნის პროგრამით. რკინიგზა გერმანიაში საკმაოდ ძვირია და 20 კილომეტრში საშუალოდ 8.60 ევროს გადახდა მოგიწევთ. ბევრად იაფი ჯდება ონლაინ დაჯავშნა რამოდენიმე თვით ადრე. მაგალითად, 600 კილომეტრში გადავიხადე 29.99 ევრო. იგივე ბილეთი ადგილზე ღირდა 80 დან 140 ევრომდე.

15.

16. იატაკზე მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის მოწყობილია სპეციალური ზოლები.

17. სადგური გეგმა

18. შესანახი საკნები

გაგრძელება იქნება შემდეგ ბლოგში.

აქვე სხვა გერმანული ბლოგები:

bottom of page