top of page
Untitled.png

საქმის კეთება ქართულად. კოსტავა-შარტავასა და მიმდებარე ქუჩების რეკონსტრუქცია დასრულდა.


1. 21 ნოემბერს თბილისის მერიამ მერაბ კოსტავას, ჟიული შარტავას და მიმდებარე ქუჩების სრული რეაბილიტაციისა და მოდერნიზების პროექტი დაასრულა. ''საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა, წყალარინების სისტემა მოწესრიგდა, წყლის მილები მთლიანად შეიცვალა, მოეწყო სანიაღვრე ქსელები. გარე განათების ბოძები გამოიცვალა და დამონტაჟდა ახალი, თანამედროვე ტიპის ბოძები თავისი LED სანათებით. ჰაერში გადაჭიმული სადენები მიწისქვეშ არის ჩატანილი. ასევე, ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები მოეწყო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს კომფორტული და სწრაფი. შშმ პირებისთვის კი ადაპატირებული ჩამოსასვლელები გაკეთდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

2. გახსნიდან რამოდენიმე დღეში მე და ჩემი კრიტიკულად მომართული აპარატი ვესტუმრეთ ქუჩებს. მაინტერესებდა, პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ თუ შეიცვალა რამე, თუნდაც მიდგომებში და მშენბლობის ხარისხში. ობიექტურობისვის უნდა ითქვას, რომ მერიაში მუშაობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მეტნაკლებად იცნობენ თანამედროვე მიდგომებს ქუჩების მოწყობაში. ველობილიკების დამატება, ავტობუსებისთვის ცალკე ზოლის გამოყოფა და ადაპტირებული ზებრა გადასასვლელების მოწყობა სწორედ ამაზე მაფიქრებინებს. დავუბრუნედეთ ქუჩას.

3. ვინ თქვა არავინ არ ისარგებლებსო ველობილიკებს? :) წვიმიან ამინდშიც კი რამოდენიმე ათეული ველოსიპედი შევნიშნე, რაც ძალიან გასახარია.

4. ეს კი ჯერ ჯერობით დაუძლეველი პრობლემაა. მშენებლბობაში ხარისხი და აკურატულობა არ გვივარგა. ვინმე იტყვის, რომ ეს ახლად გახსნილი მონაკვეთია?

5. რაც უფრო წინ მივიწევ, მით უფრო მეტი მიფუჩეჩებული მონაკვეთი მხვდება წინ. მიფურთხებულივით დაგებული ასფალტი.

6. ეს არ არის მეგობრებო გულით გაკეთებული საქმე. ტროტუარამდე დარჩენილმა მონაკვეთმა რა დააშავა?

7. ეს არის 1 წლის წინ გაკეთებული ქუჩა გერმანიაში. რომელი მონაკვეთი უფრო ტოვებს ახლად გაკეთებულის შტაბეჭდილებას თქვენში? მეტყვით, ეს გერმანიაა და შედარება არასწორიაო, მაგრამ სწორება ხომ სწორედ დასავლეთისკენ გვაქვს.

8. წყალარინების სისტემების გაუმართაობა ან არასწორად დაგეგმვა იწვევს მსგავს პრობლემებს. წყალი ასფალტის პირველი მტერია.

9. კატასტროფული სიტუაციაა პარკირებაზე. ერთია, ქუჩის რეაბილიტაცია და შეზღუდვების დაწესება, მეორეა ადგილზე მომუშავე ან მაცხვრებლის უფლება ჰქონდეს საკმარისი ადგილი ავტომობილის გასაჩერებლად. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ქვეითთა უფლებებზე და ტროტუარზე თავისფლად გადაადგილებაზე ეს პრობლემა რეაბილიტირებულ ქუჩებზე ისევ მწვავედ დგას.

10. უკაბელო ცა. იშვიათი სურათი თბილისის ქუჩებზე. კომუნიკაციების მიწიქვეშ ჩატანა სწორი გადაწყვეტილებაა.

11. დამონტაჟდა სკამები. და წვიმიან ამინდში რომ ატალახდებოდა ეგ მიწა მაგაზე თუ იფიქრა ვინმემ? მინიმალისტური დიზაინი მომწონს.

12. მონაკვეთებში სკამები ისეა დადგმული თითქოს ბრმად მოაფრქვიეს და სადაც მოხვდა იქ დატოვეს.

13. არის ასეთი ვარიანტიც.

14. ვოცნებობ იმ დღეს მოვესწროთ, როდესაც ქალაქში ყველა მიწისქვეშა ან მიწისზედა გადასასვლელებს გააუქმებენ. ყველა თანამედოვე ქალაქში ასეთ ადგილებზე ხაზავენ ზებრას. სტატისტიკურად დადგენეილია, რომ ქალაქის მოსახლეობის 40% შეზღუდული მობილობისაა ანუ ვერ ახერხებს საფეხურებზე უპრობლემოდ ასვლას ან ჩასვლას. აქ შედიან მოხუცები, შშმ პირები, დედები რომლებიც შვილებს ეტლით ასეირნებენ და სხვა.

15. გულწრფელი მადლობა მერიას, რომ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და წლობით ნანატრი ზებრა გადასასვლელი მოაწყო ამ მონაკვეთზე.

16. რა გინდა გააკეთო...კოხტად კეთება ვერ ვისწავლეთ.

17. დაიმახსოვრეთ.

18. შეადარეთ. ეს ლუქსემბურგია. თუ გვიყვარს ''ევროპული სტანდარტი''-ს ყვირილი უნდა კეთდებოდეს მსგავსად. ეს სურათიც სულ ახლახანს რეაბილიტირებული ლუქსემბურგის აეროპორტის ეზოში გადავიღე.

19. დავბრუნდეთ საქართველოში. მივაბიჯებთ წინ....

20. კიდევ ერთი მადლობა. ნანატრი ზებრა გადასასვლელი სააკაძის მოედანზე. თუ დავივიწყებთ შესრულების ხარისხს ყველაფერი სწორადაა გაკეთებული. ქალაქი უნდა იყოს მორგებული ქვეითზე და არა ავტომობილზე. თუმცა...... ეს უკანასკნელი ქართულად არ უნდა გავიგოთ. ადამაინი არ უნდა აიძულო ავტომობილი ტროტუარზე გააჩეროს.

21. ისევ გერმანია. ეს მონაკვეთიც დაახლოებით 1 წლის წინ რეაბილიტირდა. უზომო აკურატულობა. ჩვენს ზებრა გადასასვლელებსაც აკლია ტაქტილური ფილები.

22. წარმოგიდგენიათ, საკანალიზაციო ლუქიც კი როგორი სიყვარულით არის გაკეთებული და შემოსილი.

23. ავტომობილისტები არ ნებდებიან!! უტტ

24. მომინდობეს ბიჭემბა აქ ველობილიკები.....

25. თქვენ აქ ვერ გაივლით!! - კია სპოტრეიჯი

26. ეს კი ისევ გალოკილი ევროპა. არც ქვეითი ზარალობს არც მძღოლი. ისე ევროპელი მუშის ხელის ყალიბი უნდა დამზადდეს და ჩამოვიტანოთ.

27. გიჟივით მიყურებდა ბევრი. ფიქრობდნენ ალბათ, რას უღებს კი მაგრამ ეს კაცი ამ ლუქებს და ტროტუარებსო...

28. სიმონ აქ ვინც დაჯდეს მაგისი....

29. რეაბილიტირებულ მონაკვეთზე რამოდენიმე ბარიერული ტროტუარიც აღმოვაჩინე.

ბოლო წლებში დედაქალაქის მმართველ წრეებში გამოჩნდა ისეთი ხალხი, ( ჯერ კიდევ თითზე ჩამოსათვლელი ) რომელსაც მეტნაკლებად ესმის ქალაქის სწორი მოწყობის ძირეული პრინციპები და ცდილლობს მის განხორცილებას. რეაბილიტირებული ქუჩების მაგალითზე ნამდივლად შემიძლია ამის თქმა, თუმცა არის პრობლემებიც, განსაკუთრებით შესრულების ნაწილში. მაკარონიანი ხაჭაპურივით არ უნდა გამოგვდიოდეს, როცა შიგნით მაკარონის ნაცვლად ყველი უნდა იდოს.

bottom of page