top of page
Untitled.png

ევროპული სოფელი. გზად ლუქსემბურგიდან გერმანიისკენ!


1. ისე აღმოჩნდა, რომ ლუქსემბურგივით პატარა სახელმწიფოში 4ჯერ მოვხვდი. ერთ-ერთი ბოლო ასეთი ვოიაჟისას, უკან გერმანიისკენ გამობრუნებულებს, ავტობანი გადაკეტილი დაგვხვდა და მოგვიწია ალტერნატიული მარშრუტის ძებნა, რომელიც უახლოეს დამაერთებელ კვანძამდე სოფლებზე გადიოდა. მეც დავქოქე ჩემი აპარატი და შევუდექი საყვარელ საქმეს. გადაღება შენგენიდან დავიწყე, რომელიც ლუქსემბურგის ბოლო სასაზღვრო დასახლებაა და მდინარე მოზელზე გადაჭიმული ხიდით გერმანიას უკავშირდება. სოფელი სახელგანთქმული გახდა 1985 წლის 14 ივნისს, როდესაც ხელი მოეწერა შენგენის შეთანხმებას.

2. გადავკვეთეთ მოზელი. ჰორიზონტზე ზაარლანდის გორები მოჩანს. წინ გერმანიაა! ცნობისთვის, ლუქსემბურგში ყველაზე იაფი საწვავი იყიდება დასავლეთ ევროპაში და ამასთანავე ყველაზე დიდი ბენზინ გასამართი სადგურიც სწორედ აქ მდებარეობს. ავზის გასავსებად ხალხი მეზობელი ქვეყნებიდანაც კი ჩამოდის.

3. საზღვრის გადაკვეთისას იცვლება მხოლოდ გარე განათების ბოძები ან ასფალტის ფერი. ლუქსემბურგში უფრო მუქი ფერის ასფალტია, ვიდრე გერმანიაში. მივუყვებით სოფლის შარა-გზებს!!!

4. ბევრისთვის ნაცნობი ევროპული ლანდშაფტი. ლამაზია არა?

5. სოფლების გავლით მოგზაურობას სულ სხვა გემო ჰქონია. ყველაფერი გადალოკილ/დავარცხნილია. იქნები მერე ბედნიერი აქ რომ იცხოვრებ აბა არ იქნები?

6. მიუხედავა იმისა, რომ გზა მეორეხარისხოვანია, ყველა საჭირო სტანდარტი დაცულია.

7. სოფლები სავსეა ქარის ელექტრო სადგურებით. ხედს უსაზღვროდ ალამაზებს, მაგრამ მოსახლეობას გამუდმებული ღუღუნი ძალიან აწუხებს.

8. გერმანული სოფლების უმეტესობა ძალიან ჰგავს ერთმენთს, თუ არ ჩავთვლით ალპურ რეგიონს, სადაც დამახასიათებელი ალპური არქიტექტურა და კულტურაა.

9.

10. ქართული გადმოსახედიდან ასეთ დასახლებას სოფელს ვერ დავარქმევდით. წარმოგიდგენიათ, ბოლოკიანში ან ზემო ბზუბზუში დახაზული პარკინგი?

11. ზღაპარი. ეს 3 ვარსკვლავიანი სასტუმროა სოფელში, რომელიც ყოველ შაბათ-კვირა სავსეა ჩამოსული ტურისტებით ირგვლივმდებარე დასახლებებიდან.

12. ხომ წარმოგიდგენიათ ჩვენთან რამდენი ვარსკვლავი ექნებოდა ასეთ შენობას?! 10 ან 13. თან პირდაპირ ტყეში, ტბის პირას!

13. აქ ცხოვრობენ გერმანელი სოფლელები. ყველა ეზო სუფთა და მოვლილია.

14. ცივი და უგულო ხალხი ასეთ სილამაზეს ვერ შექმნიდა და არც მოუვლიდა. საინტერესოა, ჩვენ რომ ფული მოგვცა მოვიქცეოდით კი ასე?

15. ერთხელ ერთმა ქართველმა ნაცნობმა მითხრა მე მაინც ჩვენი სოფლის ნეხვის სუნი მირჩევნიაო ასეთ ცხოვრებას! თქვენ რომელი გირჩევნიათ?

bottom of page