top of page
Untitled.png

ცუდი და კარგი საბავშვო მოედანი

დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებ საბავშვო მოედნებზე და შევეცდები გაჩვენოთ განსხვავება კარგსა და ცუდ მოედანს შორის. ბინის შეძენისას ძალიან ცოტა თუ აქცევს ყურადღებას (ისევე როგორც სხვა ბევრ დეტალს) თუ სად მოუწევს საკუთარ შვილს თამაში და როგორ გარემოში. დამეთანხმებით, შიდა კომფორტის ქონასთან ერთად აუცილებელია საცხოვრებელს ქონდეს მყუდრო და სოციალური ეზო, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს დასვენებასა და გართობას. თბილისში, ისევე როგორც, დანარჩენ საქართველოში ეს პრობლემა ძალიან მწვავედ დგას. დეველოპერები საცხოვრებელი ფართისა და მაქსიმალური ფინანსური მოგების ხარჯზე ამცირებენ ეზოს მოცულობას. არ რჩება ადგილი არც პარკინგისთვის და არც ნორმალური საბავშვო მოედნისთვის. თუ სადმე რამე დარჩა, სატყუარასავით გადმოგიგდებენ პლასტმასის, მახინჯ, ჭრელ სათამაშოებს და ყველა კმაყოფილია. პრობლემა იმაშიც მდგომარეობს, რომ დეველოპერებთან ერთად ამ საკითხს თავად მაცხოვრებლებიც არასერიოზულად უყურებენ. გვეყო წერა გადავიდეთ მაგალითებზე.

1. ნაცნობი სურათია არა? თბილისში საბავშვმო მოედნების უმეტესობა ასე გამოიყურება. ლოგიკურია, გაგიჩნდებათ კითხვა '' კი მაგრამ რა შეიძლება იყოს აქ ცუდი? ''

2. ყველაზე დიდი შეცდომა, როდესაც საბავშვო მოედნის მოწყობაზე მიდგება საქმე, არის მასალა, რომლისგანაც ატრაქციონი მზადდება. სინთეზური კომპონენტები შედარებით იაფი და მარტივი არჩევანია. პრობლემა არის ფერებიც. თუ გგონიათ ,რომ ასეთი ჭრელი ფერები აუცილებელი კომპონენტია ცდებით. საბავშვო მოედანი არ უნდა იყოს გამოკვეთილი(რასაც ასეთი ჭრელი ფერები აკეთებენ, თქვენს მოსატყუებლად). ის ლანდშაპტის ორგანული ნაწილი უნდა იყოს.

3. მოედნის საფარი უმჯობესია იყოს რბილი. კარგ მოედანზე დაგხვდებათ ქვიშა ან ბალასტი, რომელიც დამატებითი გასართობია.

4. ხელები უნდა წაამტვრიო ვინც ეს დაგიდგათ. დაიმახსოვრეთ, ასეთი მეთოდებით შეეცდება დეველოპერი მოგატყუოთ.

5. წარმოგიდენიათ, აქ თქვენმა შვილმა უნდა ითამაშოს!

6. ნუ..საშილება. ყველაზე იაფფასიანი სატყუარა რაც შეიძლება დადგა ეზოში. კარგმა ატრაქციონმა შეიძლება მშობელიც კი მიიზიდოს გასართობად.

7.

8. აი ეს კი ბევრად უკეთესია. თბილისის მერიაში აღმოჩნდა ადამიანი ვინც უარი თქვა პალსტმასის ნაგავზე და აირჩია ბუნებრივი მასალა. შეადარეთ რომელია უკეთესი? რა თმა უნდა ევროპული დონის მოედნამდე ბევრი უკლია, მაგრამ დასაწყისი კარგია. ძალიან გამიხარდა, როდესაც ეს ადგილი აღმოვაჩინე.

9. ბუნებრივი მასალა და ფერები უფრო მოქმედებს ბავშვის განწყობაზე, ვიდრე ჭრელი პლასტმასის ნაგავი, რომელიც ზემოთ გაჩვენეთ. ბავშვები ბევრად უფრო ახლოს არიან ბუნებასთან და პატარაობიდანვე სწავლობენ მის პატივისცემას. სამწუხაროდ, ჩვენს ქალაქში იშვიათია ასეთი ადგილები.

10. ნუუ კამფეტ!

11. მთავარია მოედანი ერთფეროვანი არ გამოგივიდეს. მწვანე, პლასტმასის სკამებს მაინც ვერ ავუარეთ გვერდი. ცუდია!

12. საყვედური მერიას. ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ აბარიერული ტროტუარების კეთება. მოედანზე მოვლენ ველოსიპედებით, კალიასკებით...

13. ამის ნახვავ კი ნამდვილად გამაკვირვა. ფანტასტიკა! მინიმუმ ასეთი, მაინც უნდა იყოს მოედანი თქვენს ეზოში.

14. ეს ვენაა(ავსტრია). სულ სხვა განზომილება. დააკვირდით, არავის მოსვლია აზრად პლასტმასის ჭრელი ნაგავი დაედგა. ყველაფერი როგორი დახვეწილი და მარტივია.

15. ეს კი მიუნხენი. რა მაგარი ჩამოსაჯდომია!! ერთი დიდი დაგრეხილი თოკი. არადა ხომ შეეძლოთ უბრალოდ პლასტმასის გაეკეთებინათ?... ჩვენთან აზრადაც არ მოუვიდოდათ ასეთი რამე. პირდაპირ მწვანე, პლასტმასის სკამები დაკიდეს.

16. ასეთი მოედნებია ამსტერდამში. რაც შეიძლება ახლოს ბუნებასთან.

17. წარმოუდგენელია უბრალოდ. შეადარეთ ახლა თუნდაც ის მოედანი, რომელიც მომეწონა ამას. ცა და დედამიწა. თამაში მოგინდება ისეთია!

18. თუ კარგად მახსოვს სტოკჰოლმია. გასართობი ყველა ასაკის ბავშვისთვის. აი ეს არის მეგობრებო კარგი საბავშვო მოედანი. დაიმახსოვრეთ!!

19. ლონდონი. თითოეული ასეთი მოედანი ხელოვნების შედევრია. ყველა ატრაქციონი სპეციალურად მოედნისთვი მზადდება. შაბლონებს ნაკლებად შეხვდებით.

bottom of page