top of page
Untitled.png

არნახული კოშმარი - იცხოვრებით აქ?


1. სუსტი გულის პატრონებმა შეგიძლიათ გამოტოვოთ ეს პოსტი.

გლდანში, მეტრო ახმეტელთან სამშენებლო ბუმია. ნამდვილი სამოთხე მათთვის, ვისაც ახალ საცხოვრებელში სურს გადასვლა შედარებით დაბალი ბიუჯეტით. სანამ უშუალოდ განხილვაზე გადავიდოდე გეტყვით შემდეგს...უძრავი ქონება კვადრატული მეტრის ფასის მიხედვით 3 ნაწილად რომ გავყოთ გამოგვივა ასეთი რამ: 0-500 დოლარი დაბალი სეგმენტის ბინები, 500-1000 დოლარი საშუალო სეგმენტი და პრემიუმ კლასი - 1000 დოლარი და მეტი. ეს ყველაფერი ქართული უძრავი ქონების ბაზარზე. შედარებისთვის შანხაის გარეუბანში საშუალო სეგმენტზე გათვლილი ბინის ფასი 6000 - 9000 დოლარია კვადრატულ მეტრზე!

ბინები, რომლებიც ახმეტელის თეატრთან შენდება ფასიდან გამომდინარე გათვლილია ძირითადად დაბალ სეგმენტზე. არანაირი ელიტარული, როგორც ეს ბანერებზე წერია და ხარისხზეც ნუ მოტყუვდებით. აქ ბინების ფასი საშუალოდ 1000 ლარია (400 დოლარი )კვადრატულ მეტრზე.

2. როდესაც ყიდულობ ბინას ასეთ ფასად დაივიწყე ,რომ გექნება კომფორტული ეზო ნორმალური მისასვლელით. მუდამ გექნება პარკინგის პრობლემა. ბინა იქნება დაუსრულებელი და კიდევ დიდი ხანი მოგიწევს სამშენებლო მტვრის ყლაპვა. ზუსტად ასეთი გარემო გექნება, როგორიც სურათებზეა.

3. ''ვერანდა 2''. სწორედ ასე ქვია ამ პროექტს. კვადრატული მეტრის ფასი იწყება 380 დოლარიდან.

4. ექსტერიერი..... შენობა არ არის ენერგოეფექტური, შესაბამისად, ზამთარში ვერ დაზოგავთ 30 - 40 % -ს. ფასში შედის მეტალოპლასტმასის კარ- ფანჯარა, რკინის კარები. კედლები არ არის დამუშავებული სოკოსსაწინააღმდეგო ხსნარით. არ არის გამოყენებული ნესტდამცავი საშუალებებიც. სოკო და წვიმა ამ საღებავს რამოდენიმე თვეში გადაშლის. ამას დაემატება ჟანგი, რომელიც გაუყიდავი ბინის აივნებიდან ჩამოიწუწება ფასადზევე. ამ დეტალებს ყიდვის დროს ძალიან ბევრი არ აქცევს ყურადღებას. არადა როგორი მნიშვნელოვანია სახლი გარედანაც კარგად გამოიურებოდეს. არ მეთანხმებით?

5. ზუსტად მსგავსი ეზო გექნებათ ასეთი ფასის ბინაში. უკეთესზე არც იოცნებოთ. უბრალოდ ვერ გექნებათ.

6. რამოდენიმე წყვილი რეზინის ბოტი აუცილებლად იყიდეთ სანამ ახალ ბინაში გადახვალთ.

7. ვუახლოვდებით სადარბაზოს.

8. კომუნიკაციების დაფარვა ძალიან გვიჭირს. ეს პრობლემა მხოლოდ დაბალი სეგმენტის ბინებს არ ეხება. გაზის მილები პირდაპირ ფასადზევე გადის. ვიზუალურად ძალიან აფუჭებს გარემოს.

9. აი ეს კი საერთოდ ზენიტია. არც გაბედოთ დალევა!!! იმიტომ, რომ შეიძლება იმ თხრილში ჩავარდეთ.

10. გარემოზე ზედმეტია საერთოდ რამის დაწერა. წარმოუდგენელია აქ ბავშვებთან ერთად ცხოვრება!

11. უკვე ცხოვრობენ.

12. სადარბაზო. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ყველაფერი ქათმის სკინტლისგან ააშენეს, იმდენად უხარისხოა ყველაფერი, რასაც ახლოდან შევხედე.

13. ერთი რამ ცხადია, მობინადრეებს ეკრძალებათ სუფთად სიარული და დალევა. ან დაისვრები ან ასეთ სივრცეებში ჩავარდები.

14. სადარბაზო.

15. მრიცხველები ყველგან ერთი ნაგავია. ისე ეგ ჯამი მაცხოვრებლების ნოუჰაუა. საყვავილეა შუაზე გადაჭრილი და ყველა ქვითარი მანდაა ჩაყრილი.

16. როგორ შეიძლება ასეთი რამე სადარბაზოში ღიად იყოს?

17. ასეთი ტექნოლოგიით შეგიყვანენ ბინაში ინტერნეტს, საკაბელო ტელევიზიას და ბევრს სხვას..

18. უკანა ეზოში ჯობდა საერთდ არ გავსულიყავი.

19. წარმოგიდგენიათ როგორ მსხვერპლზე მიდიხარ ადამიანი აქ რომ იყიდი ბინას? მოგადიშუ, სომალი.

20. ძალიან სასაცილოა, როდესაც ასეთ ტოტალურ ქაოსში დეველოპერი რაღაცას გიკრძალავს. როდესაც შენ შეზღუდული გაქვს თეთრებით სიარული, დალევა და ბავშვის ყოლა!!

21. იფიქრებდით რომ ეს შენობა სულ 1 წლისაა?

22. ასეთ ფასში დაახლოებით იმას უნდა ელოდეთ რაც ზემოთ ნახეთ. შეიძლება ვიღაცას გაუმართლა და სტადიონი დაახვედრეს, ვიღაცას საბავშვო მოედანი, მაგრამ საერთო ჯამში იცხოვრებთ არაჯანსაღ, უხარისხო, არაკომფორტულ და საშიშ გარემოში. არჩევანი თქვენზეა!

bottom of page