top of page
Untitled.png

როგორია ახალი კლინიკა ბაქოში!

1. რამოდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ახალი სამედიცინო დაწესებულება Bona Dea International Hosipital გახსნა. კლინიკა მდებარეობს ბაქოში. დიდი ხანია ვაკვირდები აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემის განვთარებას და ერთი რამის თქმა შეიძლება. მიუხედავად ინტელექტუალური რესურსის ნაკლებობისა, სახელმწიფო ცდილობს ქონდეს უმაღლესი ხარისხის სერვისი და ინფრასტრუქტურა. ვერ ვიტყვი, რომ ამას ყველა სფეროში ახერხებს, თუმცა ჯანდაცვაზე ნამდივალად შეიძლება ამის თქმა. ნავთობითა და გაზით მდიდარი ქვეყნების სისუსტე სწორედ ინტელექტუალური რესურსის ნაკლებობაშია. დიდი მატერიალური შესაძლებლობები საშუალებას იძლევა იყიდო თითქმის ყველაფერი და ნაკლებად ეცადო შექმნა საკუთარი. დავუბრუნდეთ კლინიკას......

2. პირადად ვერ ვიხსენებ ბოლოს როდის გაიხსნა საქართველოში მსგავსი ხარისხის კლინიკა. ვითომ ლანცეტი? ან შეიძლება გაგუას კლინიკა.

3. ჰელიპადი. დააკვირდით მარცხნივ საკაცის ჩამოსაგორებელს.

4. შევდივართ ჰოლში. ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ეგ ბიუსტი ჰეიდარ ალიევის უნდა იყოს. აზერბაიჯანლებს, ისევე როგორც თურქებს, უყვართ ლიდერების კერპად ქცევა. ათათურქის მოედანი, ათათურქის ბაღი, ათათურქის ნაყინი, ათათურქის ადაპტერი და სხვა.... იგივე ხდება ჩვენს მეზობლებთანაც. ჰოლს რაც შეეხება.. სუპერ! მომწონს ავეჯის სტილი და ფერი.

5. კარგ კლინიკას კარგი საკონფერენციო დარბაზიც უნდა ქონდეს! ეკრანზე ისევ ბიუსტი ჩანს თუ დააკვირდებით. შეიძლება ისევ ალიევისაა!!

6. ბევრი დასავლური კლინიკა ისურვებდა ასეთ საოპერაციო დარბაზს. მაგარია!

7. რამდენადაც ვხვდები ეს უნდა იყოს რადიოლოგიური დარბაზი.

8. ეს კი რეანიმაციული განყოფილებაა. ნებისმიერი რეანიმატოლოგი ისურვებდა ასეთ დარბაზს! მარტო საწოლი ღირს თითო 10 000 დოლარზე მეტი!!

9. მიმღები. ობსერვაციული დარბაზი.

10. მისიე ალიევი ათვალიერებს პალატას.

11. ეს ყველაფერი სასტუმროს ნომერს უფრო გავს ვიდრე პალატას.

12. ლაბორატორია. ყველაფერი ერთ სტილშია. სკამები სუპერ!

13. აი ასეთია ახალი კლინიკა ბაქოში! როგორ მოგწონთ?


bottom of page