top of page
Untitled.png

როგორ ცხოვრობენ საზღვარს მიღმა?

  • Nodari Kortua
  • Mar 15, 2018
  • 2 min read

1. დღევანდელ ბლოგში ძალიან საინტერესო შედარებას გავაკეთებ. ქალაქი ვიბორგი რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის, ხოლო ლაპპეენრანტა(მეც გამიჭირდა თავიდან გამოთქმა) ფინეთს. ერთ დროს ორივე ქალაქს სწორედ ნახსენები სკანდინავიური სახელმწიფო აკონტროლებდა. საერთო კულტურა, კლიმატი და გეოგრაფია. ქალაქებს შორის მანძილი 60 კილომეტრია.

2. 1939-40 წლის ზამთრის ომში ფინეთმა ვიბორგი დაკარგა. მომდევნო წელს ( 1941 წლის 31 აგვისტოს ) კი ნაცისტური გერმანიის დახმარებით რუსები ვიბორგიდან გაყარეს და ქალაქზე კონტროლი აღადგინეს. 3 წელიწადში საბჭოთა წითელი არმია ისევ შედის ვიბორგში და საბოლოოდ ახდენს მის ოკუპაციას. ვიბორგის გარდა საბჭოთა არმიამ ასობით ფინური ქალაქი თუ სოფელი მიიერთა!

3. ოკუპაციიდან 74 წელი გავიდა. რუსეთმა და ფინეთმა განვითარების განსხვავებული გზა აირჩიეს. დღეს ფინეთი 4-ჯერ მდიდარი სახელმწიფოა რუსეთზე. ერთ სულ მოსახლეზე ფინეთში 49.207 დოლარი მოდის!

4. ვიბორგის ცენტრი დღეს ასე გამოიყურება. საბჭოთა კლანჭები ყველანაირად შეეცადა ფინური სული წაეშალა ქალაქიდან. ეს რუსეთია!

5. ეს კი ფინეთია 60 კილომეტრში! ლაპპეენრანტას ცენტრი. განსხვავება იგრძნობა არა?

6. ოკუპირებული ვიბორგი.

7. ფინური სული კერ კიდევ ტრიალებს ვიბორგში! ნახეთ როგორი უსიცოცხლო გარემოა.

8. ეს კი ცივილიზაცია 60 კილომეტრში.

9. არ დასცალდათ, თორემ ამ ქალაქსაც ''გაათავისუფლებდნენ'' ბინძური კაპიტალისტებისგან. რუსეთ - ფინეთის საზღვარი ნათელი მაგალითია იმისა, თუ საით უნდა ქონდეს აღებული განვითარების გეზი ჩვენს ქვეყანას.

10. ვიბორგში ისევ კომუნიზმია.

11. 74 წლის წინ დანგრეული ფინური შენობა ვიბორგში. ურბანული ქაოსი!

12. სარეკლამო წარწერები ვიბორგში. კოშმარია! ასეთია რუსეთის სახე!

13. საზღვარს მიღმა კი ყველაფერი წესრიგშია. ფინეთმა ომში წააგო, თუმცა ძნელი სათქმელია ვინ გამოვიდა ბოლოს გამარჯვებული?

14. მზე ვიბორგში დღესაც ანათებს ფინურ შენობებს. ისტორიული შენობის წინ ბუტკა, გულისამრევი ყვითელი პლასტმასის სკამებით. მოუწესრიგებელი პარკინგი. ძალიან კარგად ჩანს დამიკიდებულება ისტორიისადმი, კულტურისადმი.

15. რუსული დროშა ურცხვად ფრიალებს ფინურ სასახლეზე! ბორდიურების თეთრ/შავად შეღებვა ჩვენთან( საქართველოში) ისევ გრძელდება. ინფრასტრუქტურა ისევ კომუნისტური სტანდარტებით ვითარდება!

16. ლაპპეენრანტა, ჩვეულებრივი საზღვრისპირა ქალაქია. 60 კილომეტრში ''გათავისუფლებული'' ვიბორგია!

17. შოპინგი 24 საათიან ''გიპერმარკეტში'', ვიბორგი.

18. საზღვრის მეორე მხარეს კი ფინელები ასე ვაჭრობენ!

19. საცხოვრებელი მიკრორაიონი - ვიბორგი, რუსეთი

20. საცხოვრებელი მიკრორაიონი - ლაპპეენრანტა, ფინეთი

21. ''დამარცხებულ'' ფინეთში!

22.

23. კერძო დასახლება ვიბორგში

24. კერძო დასახლება ლაპპეერანტაში.

25. ლაპპეერანტა, ფინეთი! ასე ცხოვრობს 4-ჯერ მდიდარი ფინელი!

26. ამ ნაგავში კი იქექება რუსი!

2 ქალაქი - საერთო კულტურა, გეოგრაფია და კლიმატი. 2 განსხვავებული სახელმწიფო!

 
 
 

Comments


bottom of page