top of page
Untitled.png

როგორ სკოლაში სწავლობენ ფინელები?


1. დღევანდელ ბლოგში მსურს გაჩვენოთ იმ ქვეყნის სკოლა, რომლის საგანმანათლებლო სისტემა უკვე რამოდენიმე ათეული წელია საუკეთესოდ ითვლება მსოფლიოში. გამართულ სისტემას გამართული ინფრასტრუქტურა რომ ჭირდება, ალბათ, ფინელებმა ყველაზე კარგად იციან. 2014 წლის მონაცემებით ფინეთის მთავრობა ერთ მოსწავლეზე 14 000 $ ხარჯავდა. ერთ მოსწავლეზე! საშიშია იმის გაფიქრება, თუ რამდენი იქნება ეს მაჩვენებელი ჩვენთან.

2. სკოლა, რომელსაც დღეს გაჩვენებთ, მდებარეობს ფინეთის სიდიდით მეორე ქალაქ ესპოოში. ფინური სისტემის ბაზისი თანასწორობაზე დგას. ყველა მოსწავლეს დედაქალაქსა თუ სოფელში უნდა ქონდეს ერთიდაიგივე პირობები.

3. ცენტრალური შესასვლელი.

4. წარმოიდგინეთ მიდიხართ ან მიგყავთ შვილი ასეთ სკოლაში. არ დაგვავიწყდეთ ისიც, რომ სკოლები სახელმწიფოა და მსგავსი სტანდარტი დაგხვდებათ სხვა სკოლებშიც.

5. აგური ტემპერატურის კარგი დამჭერია. იცავს რადიაციისგანაც. მარჯვენა ქვედა კუთხეში ნახავთ ველო პარკინგს, რომელიც ასე აკლია ჩვენს სკოლებს. ვაშლის დარიგების ნაცვლად ამის მოწყობა უფრო აჯობებდა, ჩემი აზრით.

6. ასეთ ჰოლში სადილობს ფინელი ბავშვი

7. ფანტასტიკა!

8. სახლში წასვლა არ მოგინდება.

9.

10. ფერების არჩევისას საჭიროა ვიცოდეთ ის გრძნობები და ემოციები, რომლებსაც აღძრავს ესა თუ ის ფერი.

11. ძალიან გავს ჩემს ძველ კლასს. ფანჯარა ჩვენც გვქონდა ოთახში. ყველა ოთახი აღჭურვილია ცენტრალური გათბობა-გაგრილების სისტემით.

12. წარმოიდგინეთ როგორი აურა იქნება ოთახში. არ ვიცი დაინახავთ თუ არა, მაგრამ ბავშვებს ფეხზე არ აცვიათ. თავს ისე გრძნობენ, როგორც სახლში.

13. ბიბლიოთეკა. ფინელ ბავშვებს და ზოგადად ფინელებს წიგნის კითხვა ძალიან უყვართ.

14.

15. სახელოსნო მოზარდებისთვის.

16. ზუსტად არ ვიცი რა არის. საერთო სასადილოს გავს, მაგრამ შეიძლება კულინარიას სწავლობენ ამ ოთახში.

მეტი სიახლისთვის ესტუმრეთ და დაალაიქეთ ბლოგის ფეიბუქ გვერდი!

bottom of page