top of page
Untitled.png

კომპლექსი ,,მწვანე ალმასი'', იცხოვრებიდით აქ?


1. „მაქრო ქონსთრაქშენი“ პროექტ „მწვანე ბუდაპეშტის“ კვალდაკვალ გამორჩეულ და ელიტარულ კომპლექს „მწვანე ალმასს“ გთავაზობთ''.- ვკითხულობთ ბროშურაში. აღნიშნულ კომპანიას თბილისში კიდევ 2 პროექტი ეკუთვნის. მწვანე ბუდაპეშტი საბურთალოზე და 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო Mercure ძველ თბილისში. მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთ ხსენებული 2 პროექტი, საკმაოდ ხარისხიანად და თბილისისთვის ჯერ კიდევ უცხო სტანდარტებით არის შესრულებული. რაც შეეხება ,,მწვანე ალმასი'' -ის კომპლექსს. მდებარეობს ამერიკის საელჩოს უკან, ოლიმპიური კომპლექსის მიმდებარედ. სამწუხაროდ, სამშენებლო მოედანზე არ შემიშვეს და პროექტი დეტალებში ვერ შევისწავლე. მხოლოდ გარედან დავათვალიერე.

2. შორი ხედი ბალანჩინის ქუჩიდან. (ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)

3. კომპლექსამდე მისვლა შეიძლება, როგორც დავით აღმაშენებლის გამზირიდან, ასევე ბალანჩინის ქუჩიდან.

4. ''Step to the Future'' - ანტონიმებით წერა ყვარებია ავტორს. სურათი აპოკალიპტურია!

5. ვუახლოვდებით კომპლექსს. წინ მოჩანს ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის აშენებული სტადიონი.

6.

7. ინფრასტრუქტურაზე ცალკე შეიძლება დაწერა, მაგრამ ეს მოგვიანებით.

9.

10. ოლიმპიური ინფრასტრუქტურა.

11. პირველი ფაზა დასასრულს უახლოვდება. როგორც ამბობენ ბინები თითქმის გაყიდულია.

12. ტროტუარი ზებრა გადასასვლელზე გზის დონეზე უნდა იყოს!!

13. ნაგავი

14. საბავშვო ბაღი. ოლიმპიური ინფრასტრუქტურას ვუწერ 0-ს!

15. ადგილს ეტყობა, რომ მისი მოვლით მერია დიდად არ იწუხებს თავს.

16. თუ თქვენ გადაწყვეტთ იცხოვროთ აქ, ახლოს გექნებათ: მაკდონალდსი 1.1 კმ.• ჰიპერმარკეტი „გუდვილი“ 2.1 კმ.• ჯოენის სამედიცინო ცენტრი 2.4 კმ.• საერთაშორისო სკოლა QSI 4 კმ.• თბილისის ცენტრალური საავადმყოფო 2.9 კმ.• თბილისი მოლი 4.6 კმ.

17. ''მწვანე ალმასი'' ოლიმპიური კომპლექსის მოპირდაპირედ მდებარეობს.

18.

19. მძიმე ტექნიკა სამშენებლო მოედნიდან გამოდის და აბინძურებს გარემოს. მობინადრეებს კიდევ დიდი ხანი მოუწევთ მსგავს სივრცეში ცხოვრება. არ დაგავიწყდეთ, მშენებლობის მხოლოდ პირველი ფაზა სრულდება. ნორმალურ ქვეყნებში, კომპანია ვალდებულია გარეცხოს ნებისმიერი მძიმე ტექნიკა, რომელიც ტოვებს სამშენებლო მოედანს. მშენებელს, რომელსაც დიდი ამბიციები აქვს, უნდა გაითვალისწინოს ასეთი დეტალები.

20. უსაფრთხოება დაცულია

21. ნაგავი, ნაგავში.

22. არველაძეები დომინირებენ ყველა ბანერში. ხო... კომპანია თურქულია!

23. ბინები ბარდება სრული რემონტით. სამზარეულო ავეჯით, ჩაშენებული გაზქურით, ღუმელით და გამწოვით. სველი წერტილი გარნიტურით: ხელსაბანი ნიჟარა კარადით, აბაზანა ან საშხაპე კაბინა. ინდივიდუალური გათბობის ქვაბი. თითოეული ოთახის ფართის გათვალისწინებით პანელური რადიატორები, სააბაზანო ოთახებში - საშრობები.

24. როგორც ყოველთვის. არქიტექტორი ხაზავს და ინჟინერი აფუჭებს. გამათბობლების დამონტაჟება უფრო აკურატულადაც შეიძლებოდა

25. ასეთ დონოზე უნდა იყოს ყველა ასასვლელ-ჩამოსასვლელი ტროტუარზე. უბარიერო ტროტუარს თბილისში იშვიათად შევხვდებით.

26.

27.

28. გაყიდვების ოფისი

29. მზადება მეორე ფაზის მშენებლობისთვის.

30.

31. საცხოვრებელი კომპლექსი 70 000 კვ. მეტრამდე ტერიტორიაზეა განთავსებული, აქედან 23 143 კვ. მეტრი შიდა გამწვანებული ეზო იქნება. კომპლექსში 23 საცხოვრებელი ბლოკი აშენდება, 1 772 ბინით. მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 3 საცურაო აუზი, 4 კალათბურთის სათამაშო სივრე, 4 ღია სავარჯიშო სივრცე, 4 სათამაშო მოედანი, 7 დახურული ხეივანი, ფიტნეს ცენტრი, სასეირნო და სარბენი ბილიკები, კომერციული ობიექტები, სოციალური ტერასები, საბავშვო ბაღი და სკოლა.

32. შარშანდელი მონაცემებით ბინის ფასი 25 ათასი დოლარიდან იწყებოდა. კვადრატული 750 დოლარად.

33. იცხოვრებდით ასეთ ბინაში?

bottom of page