ფრანგული უბანი თბილისში, იცხოვრებდით აქ?
- Nodari Kortua
- Feb 4, 2018
- 2 min read

1. დღეს მსურს გესაუბროთ ფრანგულ უბანზე, რომელიც გლდანში ,მარსელის ქუჩაზე მდებარეობს. პროექტი მეტრო ახმეტელიდან 10 წუთის სავალზეა. სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია ამ ობიექტის დათვალიერება მინდა და მქონდა კიდევაც ამისთვის მიზეზი. ვიცოდი, რომ ინვესტიცია და თვითონ დეველოპერული კომპანიც ფრანგული იყო. შესაბამისად, ველოდებოდი რაღაც განსხვავებულს, ფრანგულს, ევროპული სტანდარტისა და ხარისხის. სამანამ უშუალოდ დავათვალიერებდეთ კომპლექსს, მსურს გაჩვენოთ ახალი უბანი პარიზის გარეუბანში. Quartier Trapèze. როგორია?

2. ეს კი ფრანგული უბანი გლდანში! ჩემი აზრით, ფრანგული აქ მარტო დროშაა. სტანდარტი და სტილი ისევ ქართულია.

3. სანამ ფრანგულ უბანში მოხვდები, საქართველო უნდა გაიარო.

4.

5. აი ისიც. ევროპა!

6. მინდა გითხრათ, რომ ფასადი არ არის ცუდად შემოსილი. თუ დააკვირდებით გარკვეული სეგმენტი მოპირკეთებულია, რაც იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს მშენებარე პროექტებში ჩვენთან.

7. მოპირკეთებული ფასადი უფრო ეფექტური და ხანგრძლივია ,ვიდრე უბრალო გადაღებვა. გრძელვადიან პერსპექტივაში გადაღებილი ფასადის შენახვა უფრო ძვირი ჯდება. აქ კი ნამდვილად ყოჩაღ!

8.

9. სადარბაზოში შესასვლელი.

10. სიმართლე გითხრათ, ასეთ ჰოლს არ მოველოდი. სადა და კოხტა დეტალები, განსაკუთრებით სანათი! მაგარია

11. სუპერ!

12. ზოგიერთი ჰოლი უკვე დასრულებულია და სტანდარტულად მხოლოდ გამწვანება დგას. დეველოპერს ვურჩევდი, რომ მაცხოვრებლებისთვის დაედგა საფოსტო ყუთები შემნახველ საკნებთან ერთად, როგორც ევროპაშია.

13. ჰოლიდანვე შეგვიძლია გავიდეთ უკანა ეზოში. სწორია!

14. აქ კი რა ხდება! მთელი ეზო პარკინგია.

15.

16. ცივი, უსიცოცხლო გარემო. პირველ სართულზე კომერციული ფართებია.

17. სადაც შეძლეს ყველგან პარკინგი გააკეთეს. არადა ჰოლით როგორ მოვიხიბლე. მეგონა ანალოგიურს ვიხილავდი ეზოშიც.

18. ზებრა შუაგულ პარკინგზე? თავში და ბოლოში მანქანა რომ დადგება მერე რამოხდება? ან რა საჭიროა საერთოდ? ეს უკე ტაშკენტია. საფრანგეთს დავშორდით რამოდენიმე ათასი კილომეტრით.

19. სისულელე. მაშინ გაზონზე გადასასვლელიც მიწის დონეზე უნდა იყოს და არა ისე, როგორც სურათზეა.

20. ესთეტიკა 0

21. ეს ისევ პარიზია, ზემოთ ხსენებული ახალი უბანი. შენობებს შორის პარკინგის ნაცვლად მყუდრო გარემოა. პარკინგი უნდა იყოს მიწის ქვემოთ ან სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე. შენობის ეზო მთლიანად უნდა ეკუთვნოდეს მაცხოვრებლებს.

22. მოსამზადებელი სამუშაო მეორე კორპუსისთვის. პროექტში მწვანე ზონა ამ 2 კორპუსს შორის არის გავალისწინებული. ჯერ ასეთი ზონა არ არსებობს. მაცხოვრებლებს მოუწევთ მოცდა.

23.

24. მიწისქვეშა პარკინგი.

25. ეს უკვე ლიონია და მისი ახალი უბანი. თუ დააკვირდებით ყველა შენობა მოპირკეთებული ან შემოსილია სხვა და სხვა მასალით.

26. ეს არის ევროპული სტანდარტი!

27. ზღაპარი!

28. სადარბაზოში შესასვლელი თბილისურ ფრანგულ უბანში. ვერ ვხვდები, გზის დონეზე რატომ ვერ აკეთებე. აღარ იქნება საჭირო დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა შშმ პირებისთვის!

29. შესასვლელი პარიზში

30. შესასვლელი ლიონში

31. შიგნიდან სართულები ასე გამოიყურება. მახინჯი მრიცხველის ყუთი ძალიან აფუჭებს გარემოს. არადა თითქოს არაუშავს.

32. მონოტონური და დეპრესიულია!

33. კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებით 1300 ლარია. პრინციპში, ხარისხი და ფასი მეგობრობენ!

34. კარგია, რომ ყველა სართულზე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები დაამონტაჟეს.

35. საშინელება

36.

37. კომუნიკაციები შეძლებისდაგვარად დაფარულია, რასაც ვერ ნახავთ ბევრ, ახლად აშენებულ კორპუსებში.

38. კარგია

39. სანამ მწვანე ზონა გექნებათ, დატკბით ამით.

40.

41. იცხოვრებდით ასეთ ბინაში?

Comments