ბეთლემის უბანი, დაუგეგმავი გასეირნება!
- Nodari Kortua
- Jan 27, 2018
- 2 min read

1. სიმართლე გითხრათ ბეთლემის უბნის მონახულება არ მქონდა გეგმაში. მე და ჩემი აპარატი სულ სხვა მიმართულებით, ახლად რეაბილიტირებულ სახლს უნდა დავსხმოდით თავს. ზუსტად ასე, შემთხვევით უნდა გადამეხვია. ყურადღება მიიპყრო უცნაურმა ჩიხმა, რომელიც ასათიანის ქუჩიდან შედიოდა და უზარმაზარი კიბეებით მთავრდებოდა. მეც შევუხვიე......

2. როგორც მოგვიანებით წავიკითხე, ბეთლემის კიბე 1850 წელს საგუბერნიო არქიტექტორ, ტიმოთე ბელოის პროექტით აუგიათ. სულ 120 საფეხური. მოღრუბლულ ამინდში გადაღება ჭირივით მეზიზღება. თეთრი ცის ფობია მაქვს.

3. ზოგ ადგილას გავლა საშიშია. ვისაც სიმაღლის შიში აქვს მაგ ბეტონის ფილაზე დგომას არ ვურჩევდი.

4. მივუყვებით ქვაფენილს ზემო ბეთლემისკენ.

5. გზად რამოდენიმე მიტოვებული სახლი და ნასახლარია. რაც დარჩა ისიც ინგრევა და ქრება. საწყენია!

6. ბეთლემის უბანში ვახტანგ გორგასლის მიერ აგებული ეკლესია მდებარეობს. მას შემდეგ ეკლესია მრავალგზის დაინგრა და აღდგა. საბოლოო სახე კი 1884 წელს მიიღო. ეზოდან იშლება ხედები თბილისზე.

7. კელიები

8. ეზო სავსეა კატებით.

9. რეაბილიტაციის პროგრამას ამ ნაწილამდე არ მოუღწევია. ხალხი ჯერ კიდევ ნეოლითურ ხანაში ცხოვრობს.

10. აქ კი უბანი ან მისი ნაწილი რეაბილიტირებულია. ხედს ძალიან აფუჭებს მანქანა და კონდინციონერი ფასადზე.

11. საოცრება! კამფეტ! ერთადერთი, რაც ამ ქუჩას აკლია წვიმის წყლის კოლექტორების( ჟოლობების ) მიწისქვეშ ჩატანაა. წყალი პირდაპირ ქვაფენილზე არ უნდა ისხმებოდეს. ფუჭდება როგორც სახლის კედელი, ასევე ქვაფენილი. მოყინულ წყალზე სიარული კი არაკომფორტულია, მითუმეტეს ასეთ აღმართზე!

12. უბანში პირველად ვარ. მიუხედავად რეაბილიტაციის საშუალო ხარისხისა, გარემო ძალიან მყუდრო და რომანტიულია! რაღაცით ლისაბონს ან პორტოს მაგონებს.

13. ძალიან გამიკვირდა, რომ ტურისტები ვერ შევამჩნიე. წვიმიან ამინდს დავაბრალოთ ვითომ? ან იქნებ არც იციან ამ უბნის შესახებ?

14. დეტალები.

15.

16. საძმო.

17. გააქრეთ ქუჩიდან მანქანები. ძალიან აფუჭებს სცენას.

18.

19. ამ სახლში ვიცხოვრებდი! ნახეთ რამაგარი ეზო და უბანია! წარმოიდგინეთ შემოდგომაზე რა ატმოსფერო იქნება. ფანტასტიკა! ''ბენვე'' ქშა... გადი, გადი!!

20. იმდენად სწრაფად გამოხტა, ვერ მოვასწარი ფოკუსის დაჭერა.

21. როგორია?

22.

23.

24. მარცხნივ ის ვიწრო შესასვლელი ქუჩაა. აქ კი სახლი მაღალ დონეზეა რეაბილიტირებული. სწორია ხის ფანჯრების დატოვება და მეტალოპლასტმასის რეპლიკებზე უარის თქმა.

25. ეს შენობა რამოდენიმე თვის წინ რეაბილიტირდა.

26. ეს კი ერთ ძლიერ ჩახველებაზე შეიძლება დაინგრეს.

27.

28. ზღაპარი.

29. დეტალები

30. ქუჩის ბოლო! როგორ მოგეწონათ უბანი?

Komentáře