top of page
Untitled.png

ზაფხულში ქუთაისის აეროპორტს ვერ იცნოთბ!


1. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ზუსტად 5 წლის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დავალებით აშენდა და იქცა რეგიონში პირველ აეროპორტად, რომლიც ორიენტირებულია დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების მოზიდვაზე. პროექტი ეკუთვნის ჰოლანდიურ არქიტექტურულ კოპანია UNStudio-ს. გამორჩეული არქიტექტურისა და მახასიათებლების აეროპორტი მრავალი არქიტექტურული ჯილდოს მფლობელია.

2. დავით აღმაშენებლის აეროპორტის 58 მეტრიანი სამეთვალყურეო კოშკი სიდიდით მეხუთეა მსოფლიოში.

3. ეს გახლავთ მიმართულებების რუკა. ქუთაისიდან დღევანდელი მდგომარეობით( 9 დეკემბერი, 2017 ) შეგვიძლია გავფრინდეთ მსოფლიოს 16 ქვეყანაში, აქედან 12 ევროპის კონტინეტზე მდებარეობს. მომავალი ზაფხულიდან კი უკვე ქუთაისი დუბაისაც დაუკავშირდება! ვინ წარმოიდგენდა, რომ ქუთაისი დაუკავშირდებოდა ისეთ ქალაქებს როგორიცაა: ლონდონი, პარიზი, რომი, ბერლინი, ბარსელონა, დუბაი. პროექტმა ნამდვილად გაამართლა.

4. გახსნიდან 5 წელი გავიდა და მგზავრთნაკადმა უკვე 400 ათასს მგზავრს მიუკაკუნა, შესაბამისად გაჩნდა გაფართოების აუცილებლობა. პროექტზე მუშაობას ისევ UNStudio შეუდგა. მომავალი ზაფხულიდან ქუთაისის აეროპორტს ექნება 3ჯერ დიდი ტერმინალი, მატარებლის სადგური, მეტი სადგომი თვითმფინავებისთვის და სხვა მრავალი, რაც საშუალებას მისცემს აეროპორტს ერთდროულად უფრო მეტ რეისს მოემსახუროს.

5. ასეთი იქნება გაფართოებული ტერმინალი შიგნიდან. 26 423 967 ლარის ღირებულების ტენდერში კომპანია ,,ანაგმა'' გაიმარჯვა. მშენებლობა უკვე დაწყებულია.

6. სუპერ! ყველაზე მეტად ალბათ ჩვენს პატარა და-ძმებს გაიუხარდებათ :) ღია პლაზა შენობის სახურავზევე იქნება და თავისუფლად შეძლებთ ხომალდების დათვალიერებას. ამას გარდა ეს იქნება დასვენების, განტვირთვისა და სხვა და სხვა ღონისძიებებისათვის ჩასატარებლად განკუთვნილი სივრცე. მსგავსი, შედარებით პატარა სივრცე ძველ ტერმინალში არის, თუმცა ის მხოლოდ პერსონალს ემსახურება.

7. მარცხნივ ძველი ტერმინალი, მარჯვნივ გაფართოებული ნაწილი.

8. როგორც გითხარით აეროპორტს ექნება მატარებლის სადგური, რომელიც უშუალოდ აეროპორტის წინ განთავსდება. ყველა რეისი რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართუელბით იმოძრავებს და პირიქით გაივლის ამ სადგურს. ჩემი აზრით, მატარებლის საგურის გარდა დასამატებელია ნორმალური ავტობუსის სადგური და სასტუმროც, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების გარდა აეროპორტს მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრებიც იყენებენ.

9. ტერმინალის გადაწყობა სულ 4 ფაზად არის დაგეგმილი. ძველი ტერმინალი იქნება გაფრენის, ხოლო გაფართოებული ნაწილი მოემსახურება ჩამოფრენას.

10. როგორ მოგწონთ ახალი ტერმინალი?

ეწვიეთ ბლოგის ფეისბუქ გვერდს

bottom of page