top of page
Untitled.png

სტუდიო, ფერთა ფსიქოლოგია


1. როდესაც ვსაუბრობთ სტუდიოს ტიპის საცხოვრებელზე, ვგულისხმობთ ერთ საერთო ღია სივრცეს სამზარეულო, სასადილოსა და საცხოვრებელი ზონისთვის.სტუდიოს ამგვარი განმარტება გავრცელებულია აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, დასავლეთში ოდნავ განსხვავებულია. მსგავსი ტიპის საცხოვრებლები განსაკუთრებით პოპულარული იყო კალიფორნიაში. მსახიობები და მომღერლები ცხოვრობდნენ ისეთ ოთახში, სადაც საძინებელი, საპირფარეშო, საცხოვრებელი და სამზარეულო ერთ სივრცეში იყო განთავსებული. ყველაფერი მორგებული უნდა ყოფილიყო მათი ცხოვრების წესსა და რეჟიმს. დიახ კლასიკურ სტუდიოში საძინებელი და საპირფარეშოც 1 სივრცეშია. ავეჯის ფორმებზე მეტად მნიშნველოვანია ფერები, ამიტომ დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ მის არჩევასა და რაციონალურ გამოყენებაზე.

2. პატარა სტუდიო უმჯობესია ღია ფერებში. სამზარეულოს ავეჯი თეთრი, პრიალა ზედაპირით. (ამით გავზრდით ოთახის ზომას ვიზუალურად) სიღრმის შესაგრძნობად უმჯობესია მუქი ფერები. მთლიანად თეთრი ოთახი, მუქი დეტალების გარეშე(ზომიერად) სივრცის აღქმას აძნელებს

3. ღია და მუქი ფერების თამაში.

4. შედარებით დიდი ზომის სტუდიოში მეტი ფერის გამოყენებას შევძლებთ. ფერები ეხება დეკორაციებსაც.

5.

6.

7.

8. თეთრი, მუქი ნაცრისფერი, როგორც ძირითადი და მესამე ნებისმიერი კონტრასტული ფერი ყველაზე მიღებული ფერთა კომბინაციაა. სამზარეულოს ნაწილში შეგვიძლია ყვითელი და წითელი დეკორაციების გამოყენება. ამ ორი ფერის დანიშნულებას ნახავთ ქვემოთ.

9. დომინანტი თეთრი, მუქი ნაცრისფერი და სალათისფერი. 3 ფერის პრინციპი

10. ამ სტუდიოშიც დაცულია 3 ფერის პრინციპი. თეთრი(კრემისფერი) ყავისფერი და შავი, თუმცა ასეთ კომბინაციაში იქმნება ჩაკეტილი სივრცის შეგრძნება. დააკვირდით განათების ფერს სამზარეულოში. დაიმახსოვრეთ.

11.

12. მიუხედავად იმისა, რომ 3 ზონა( საცხოვრებელი, სამზარეულო და სასადილო) გაერთიანებულია, თემატურად მათი გაყოფა შესაძლებელია. მაგალითად, საცხოვრებელ ზონაში ტორშერის დადგმით, სასადილო ზონაში შესაბამისი თემატიკის სურათის(ები) ჩამოკიდებით. მაგალითად ნატიურმორტის.

13.

14. ინდუსტრიული სტილის სტუდიო.

15. ინდუსტრიული სტილი გამოირჩევა მკვეთრი ფერებითა და უხეში არქიტექტურით.

16. წითელი ფერის დანახვისას ტვინში იგზავნება იმპულსები, რომელიც იწვევს კუჭის წვენის გამოყოფას. მისი დოზირებული გამოყენება დასაშვებია. გადაჭარბებული წითელი, შავთან კომბინაციაში იწვევს ძლიერ ფსიქოლოგიურ დისკომფორტსა და თვალების გადაღლას. გასანეიტრალებლად გამოიყენება ღია კრემისფერი ან ღია ხისფერი. შიმშილის შეგრძნებას ამძაფრებს ყვითელიც ან ნარინჯისფერი. გახსოვთ განათების ფერი ზემოთ?

17.

18. ფერთა გადანაწილების ეს მოდელი ყველაზე ოპტიმალურია.

19.

20.


bottom of page