top of page
Untitled.png

ევროპული პეკინი, რეაბილიტაცია დასრულდა!


რეაბილიტირებული პეკინის ქუჩა ზუსტად 3 დღის წინ გაიხსნა. ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივია. სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, გზის საფარის რეაბილიტაციის პარალელურად, განახლდა ამორტიზებული სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყალმიმღები, ჭები, ცენტრალურ კოლექტორთან შემაერთებელი მილები და ჭის თავსახურები, განახლდა ორი მაგისტრალური მილსადენი და ცენტრალური კანალიზაციის კოლექტორი.

გარდა ამისა, პეკინიდან ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირის კვეთებში მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები, ხოლო კალანდაძისა და პეკინის ქუჩების კუთხეში გაფართოვდა გზა და დაემატა ერთი საავტომობილო ზოლი. გაჩნდა 1 კილომეტრიანი ველო ბილიკიც.!

პეკინის გამზირის რეაბილიტაცია 16 ივნისს დაიწყო და ამისათვის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო. გახსნიდან მესამე დღეს გადავწყვიტე ახლოდან მენახა ნაქები განახლებული პეკინის გამზირი. ნუთუ ახლა მაინც გაკეთდა საქმე კარგად? ევროსტანდარტებით?

1. სამწუხაროდ არა. შუქნიშნით რეგულირებადი გადასასვლელი უკვე აღარ იხაზება ევროპაში ასე. ქვემოთ ნახავთ როგორ არის მოწყობილი გერმანიაში.

2. მარტივი მიზეზის გამო. პირველი: რეგულირებად გადასასვლელზე ავტომობილები ისედაც გაჩერებულები არიან და ქვეითს საფრთხე არ ემუქრება. მეორე: იზოგება საღებავი და შესაბამისად ფული. ეს ეხება მხოლოდ შუქნიშნით რეგულირებადს.

3. გერმანია, შუქნიშნით რეგულირებადი გადასასვლელი.

4. სადმე ხედავთ მჭყეტელა ფერებში შეღებილ ზებრას? ეს არის ევროპული სტანდარტი და არა ზემოთა პეკინზე!

5. ვაგრძელებთ სვლას! ველოპარკინგი სადა და მინიმალისტურია, თუმცა ქართული ოცნების ფერებში. ნაგვის ურნებიც კი. ჯერ ჯერობით მონაკვეთი კარგია.

6. ამას დავარქმევდი ველოსიპედის გამოგონებას! ღვინის კასრს უფრო მიაგორებს ეს ადამიანი ვიდრე ველოსიპედს. არც ხარისხი უვარგა შესრულების და არც ესთეტიკა. ან რატომ გაწვალდნენ, როცა უფრო მარტივადაც შეიძლებოდა?

7. მსგავსი მანიშნებელი გერმანიაში.

8. შორიდან ყველაფერი იდეალურად ჩანს, მთავარია ახლოს არ მიხვიდე!

9. აი ეს კი ნამდვილად ევროპაა. ყველა გადასასვლელი უნდა იყოს გზის დონეზე, როგორც ამ მონაკვეთზეა! ზებრაზე აქაც ანალოგიური შენიშვნა.

10. ესეც პლიუსია, თუმცა თურქული მინაწერების მაგივრად ქალაქის გერბი რომ ჰქონოდა უკეთესი იქნებოდა. ქალაქი ლამაზია დეტალებში.

11. სავალ ნაწილზე დატოვებულია 1 ზოლი საპირისპიროდ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.

12. ესეც სიახლეა. წყლის კოლექტორი გზის კიდეზე. მშვენიერია! თუმცა შეღებვა დაავიწყდათ. დამოკიდებულება გასაგებია.

13. სულ სხვა სამყაროა გზის გადაღმა. ყველაფერი მიფუჩეჩებულია. გადასასვლელი გზის დონეზე არ გადადის. დახაზვაც დავიწყებიათ! ნაგვის ურნა ყველაზე თვალსაჩინო ადგილას ჩამოკიდეს.

14. დახაზეს, რომ პანდუსი ხელახლა გააკეთონ...როდის უცნობია! ეტყობა ქუჩის ეს მხარე ჯერ არ არის ოფიციალურად გახსნილი :) მაინტერესებს ფუყუ ნარმანიამ რაღა გახსნა?

15. რაც უფრო ვშორდებით საწყის წერტილსს, მით უფრო ფუჭდება ხარისხი.

16. ხარისხი ზეიმობს.

17. ვერ ვხვდები რატომ დგავენ ნაგვის ყუთებს ასეთი ფერებით? ყველამ რო დაინახოს? ნორმალურ ქვეყანაში ყუთები არ კაშკაშებს. თვალსაც მოფარებულია.

18. დიახ შიგნით ნაგვის ყუთები დგას. ეს არის ევროპა და არა ზემოთ პეკინზე.

19. ამ მონეკვეთს განახლებულს დაარქმევდით?

სიახლეებისთვის ესტუმრეთ ბლოგის ფეისბუქგვერდს.

bottom of page