top of page
Untitled.png

კოტეჯი საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახისთვის, ლატვია.


1. რიგის მერია უკვე დიდი ხანია ცდილობს ქალაქის გარეუბნების განვითარებას. ბოლო 10 წლის განმავლობაში ქალაქში გაჩნდა რამოდენიმე ახალი უბანი სადაც ნებისმიერ მსურველს შუძლია შეიძინოს მიწის ნაკვეთი და ააშენოს სახლი ან აპარტამენტები დაბალსართულიან თაუნჰაუზებში. ცარიელი ადგილები ჯერ კიდევ ბევრია, ამიტომ დეველოპერები, მაღალი კონკურენციის პირობებში, ცდილობენ შექმნან ისეთი მოდელი, რომელიც ხელსაყრელი იქნება მყიდველისთვის და ქალაქისთვის. ერთ ერთი ასეთი კომპანია Saliena რიგის გარეუბან Babītes novads-ში მყიდველებს სთავაზობს მიწის ნაკვეთებს ან აშენებულ კოტეჯებს. მიწის ნაკვეთის ფასები 38,900 €-დან (637m2) 67,900 €-მდე (1112m2) მერყეობს. აშენებული კოტეჯისა კი 209,000 €-დან(178m2) ზევით.

2. კოტეჯის ფასი 209,000 €

3. სახლში არის 178m2 საცხოვრებელი ფართი. ავტოფარეხი გათვლილი 2 ავტომობილზე და დიდი ეზო უკან.

4. უკანა ხედი

5. ტერასა 36m2.

6. ფასადი შემოსილია ენერგოეფექტური მასალებით, რომელიც ჩვენთან საქართველოში ძალიან იშვიათად გამოიყენება მშენებლობებზე.

7. ეზო

8. სახლი არის 1 სართულიანი. ოთახების განლაგება: სტუდიო.

9. მაღალი ჭერი

10. ნათელი ოთახები

11. ავეჯით გამოიყურება ასე.

12. წესით ასეთი ღირებულების სახლში უკეთესი აბაზანის მოლოდინში უნდა იყო.

13. სამეზობლო. თუ დააკვირდებით სახლები მაქსიმალურადაა წაწეული წინ გზისკენ. უკან გვრჩება დიდი ეზო.

14. გაზის მილები და კაბელები არ ჩანს. ფასადები სადაა. კონდინციონერები და სატელიტური ტეფშებიც არ ამახინჯებენ სცენას.

15. იცხოვრებდით ასეთ სახლში?

16. ასეთ სამეზობლოში?

bottom of page