top of page
Untitled.png

როგორ გავაცოცხლოთ სურათი


1. დღევანდელ ბლოგში გაჩვენებთ თუ როგორ შეიძლება ცივი და უსიცოცხლო სურათის გამოცოცხლება ფოტოშოპის დახმარებით. ქვემოთ ნაჩვენები სურათი გადაღებულია მზიან დღეში, შესაბამისად განათება გვაქვს საკმარისი სურათის დასამუშავებლად. გადაღებისას სურათი გამოიყურება ასე.

2. დამუშავების შემდეგ კი ასე. განსხვავება იგრძნობა. სცენა უფრო ნათელი და ფერადია. განათების გარდა სურათიც დაჭიმული და გასწორებულია სიბრტყეში.

3. გავხსნით ფოტოშოპს. სურათის ჩატვირთვისას ვაკოპირებთ დედა სურათს.

4. სიბრტყეში გასასწორებლად დაგვჭირდება დანაყოფები, რომელიც გაგვიადვილებს კედლების გასწორებას.

5. უშუალოდ გასწორება ხდება თავისუფალი ტრანსფორმაციის ღილაკით.

6. დაგვჭირდება ზედა ორი კუთხე. მაუსს მივიტანთ შესაბამისს კვადრატამდე. ვაჭერთ Ctrl ღილაკს აშვების გერეშე და გავჭიმავთ კუთხეს იქამდე სანამ კედელი არ გაუსწორდება ხაზს. დაჭიმვის დასრულების შემდეგ მარჯვენა ზედა კუთხეში ვაჭერთ დასრულების ღილაკს.

7. გამოვრთავთ დანაყოფებს.

8. გავანათოთ სურათი

9. სურათი გადავიღე შუადღის საათებში. შესაბამისად განათებაც საკმარისი მქონდა და დამუშავებისას მაღალი ნიშნულებიც არ დამჭირდა. ამ შემთხვევაში ციფრებს დავაყენებთ შემდეგნაირად: Exposure - 0.70, Offset -(მინუს) 0.0030 და Gamma Correction 1.10. მივიღებთ განათებულ სურათს.

10. განათების გარდა გვსურს ბუნებრივი ფერები გამოვკვეთოთ სცენაზე.

11. ფერების გამოკვეთა ხდება Saturation-ის აწევით. ამ შემთხვევაში დავაყენებ 30-ზე.

12. საბოლოოდ მივიღეთ განათებული, ცოცხალი და ფერადი სურათი.

თუ როგორ დავუმატოთ დეტალები როგორიცაა: მოძრავი ადამიანი, ტრანსპორტი და ხე გაჩვენებთ შემდეგ ბლოგში.


bottom of page