top of page
Untitled.png

SOS ,,საქათმე''!

პროექტი, რომელზედაც დღეს ვაპირებ საუბარს მდებარეობს ზუგდიდში. მშენებლობა თითქმის დასრულებულია და ბინები ახალ მობინადრეებს ელოდებიან. ფასები უცნობია, ალბათ არც არის საინტერესო, ვინაიდან ზრდასრული ადამიანი მსგავს ქონებაში ლარიანის ჩადებასაც არ იკადრებდა. 4 სართულიანი საქათმე, სახლი უგემოვნო და ტანჯვასმოწყურებული ადამიანებისთვის. განვიხილოთ დეტალებში.......

1. დამპროექტებელი ორგანიზაცია: შ.პ.ს ''პროფესიონალი -33''. დიახაც -33. სხვაგვარად აქ პროფესიონალის ნამუშევარი არ ჩანს. ახლაც მგონია, რომ არქიტეკტორს ხელები ტრაკიდან გაეზარდა. რენდერზე სახლს ყავისფერი ფანჯრები აქვს, რეალურად თანხა დაიზოგა და ჩაისვა თეთრი მეტალო-პლასტმასი. დავაკვირდეთ სახურავს... პროექტზე არის, რეალურად ქანობიანი სახურავი ქრება.... ისევ შენთვის ძვირფასო მყიდველო))

რეკლამაზე და კლიენტის მოზიდვის ხერხზე აღარაფერს ვამბობ. კ ა ტ ა ს ტ რ ო ფ ა!

2. სადენებთან ახლოს ცხოვრება, რომანტიკა! გაზის მილი, ფანტასტიკა!

3. ხედი უკნიდან. აქაც ანალოგიური ისტორია. მასალების ხარისხზე საუბარიც ზედმეტია. კარგად დააკვირდით აივნებს. წითელი საღებავი უკვე უფერულდება. წარმომიდგენია ვიდრე პატრონი გამოუჩნდება ბინებს რა მოუვა ფასადს.

4. დავაკვირდეთ მიწის დონეს... შემდეგ პირველ სართულს. ვერ ვხვდები რა სირთულეს წარმოადგენს შესასვლელის მიწის დონეზე გაკეთება? რა ჩანაფიქრიც ქონდა ადამიანს ის გააკეთა. ს ა ქ ა თ მ ე.

5. ჰაერში გადმოკიდებული წყლის მილი. ნორმალურ პროექტში წყლის კოლექორები ჩადის მიწაში, ს ა ქ ა თ მ ე -ში რჩება ჰაერში. ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ ეს ყველაფერი ხდება შესასვლელში. წვიმიან ამინდში მუდმივად დაგუბებული წყალი, ზამთარში მოყინული შესასვლელი.

6. მგონია, რომ ასეთი შესასვლელები სპეციალურად გაკეთდა. დიახაც..... უნდა იტანჯო ასეთ საცხოვრებელში.

7. ფარეხში მხოლოდ გამოცდილი მძღოლები... მანქანის შეყვანაც კი მტანჯველია ამ შენობაში.

8. წყლის კოლექტორი ეშვება აკვედუქტში)) საინტერესოა ტროტუარი თუ არის საერთოდ გათვალისწინებული?

9. ხარისხი ზეიმობს!

10. სურათები დამუშავებულია. ცოცხლად კიდევ უფრო საცოდავად გამოიყურება.

11. იცხოვრებდით ასეთ სახლში?

bottom of page