top of page
Untitled.png

ქუთაისი - ლონდონი 1 გოჭის ფასად.

  • Nodari Kortua
  • Jul 3, 2017
  • 1 min read

სულ რაღაც 2 კვირა გავიდა რაც ქუთაისიდან ლონდონის მიმართულებით პიდაპირი რეისების შესრულება დაიწყო უნგრულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანია ,,ვიზ ეარ''-მა. ლონდონი გახდა რიგით მე-12-ე ქალაქი, რომელსაც ქუთაისი ,,ვიზ ეარი''-ს საშუალებით დაუკავშირდა. მან ჩაანაცვლა აქამდე არსებული სოფიას მიმართულება ამ უკანასკნელზე ნაკლები მოთხოვნის გამო. ბილეთების გაყიდვა ჯერ კიდევ თვეებით ადრე დაიწყო საწყისი ფასით 73.99 ლარი. თუ ბიუჯეტური ავიაკომპანიების პოლიტიკას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ პირველ წელს ახალ მიმართულებაზე ყოველთვის დაბალი ფასებია. შეგიძლიათ მარტივად შეადაროთ შარშანდელი ფასები წლევანდელისას. მაგალითად, დორტმუნდისას, როდესაც 9.99 ევროდანაც შეიძლებოდა ბილეთების შეძენა წელიწადის გარკვეულ თვეებში.

რაც შეეხება ლონდონს, როგორც ვთქვი ახალი მიმართულება ყოველთვის უფრო იაფია, ვიდრე სხვა დანარჩენი. დავათვალიერე მთელი წლის კალენდარი, რომ მენახა ყველაზე იაფი თვე ლონდონში გასამგზავრებლად. 3 ივლისის მდგომარეობით ასეთი თვე აღმოჩნდა სექტემბერი, კონკრეტულად 14-21 სექტემბერი. 1 გზის ფასი დაგვიჯდება 91.99 ლარი, ჯამში 2 გზა გამოგვივა 165.98 ლარი. უფრო იაფია ვიდრე აირზენა ჩაგვიყვნს და ჩამოგვიყვანს თბილისიდან - ბათუმში))

ბილეთის დაჯავშნა უმჯობესია ონლაინ, wizzair.com-ზე. სანამ დავიწყებდეთ შეძენას, უკეთესია საიტზე დავრეგისტრირდეთ. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ 165.98 ლარში შედის მხოლოდ მცირე ხელბარგი და უფასო ონლაინ რეგისტრაცია რეისზე, რომელიც 1 თვით ადრე იხსნება გაფრენამდე. თუ არ გვსურს დამატებით სერვისების დამატება არსებულ ფასს არ დაემატება არც ერთი კაპიკი)

თუ როგორ ავარჩიოთ და შევიძინოთ ბილეთი ონლაინ დავწერ შემდეგ ბლოგებში აუცილებლად!

1. ქუთაისი - ლონდონის ბილეთი wizzair.com-ზე.


 
 
 

Comments


bottom of page