top of page
Untitled.png

სათამაშო კონსოლებიდან ქირურგიულ ოპერაციამდე

1999 წელს კორპორაცია Intuitive Surgical, Inc. დაიწყო ამბიციურ პროექტზე მუშაობა, რომელიც ქირურგიული ოპერაციების რობოტიზაციას გულისხმობდა. ჯერ კიდევ პირველი პროტოტიპი შეიქმნა 1980 წელს, როდესაც აშშ-ს კონგრესმა სტენფორდის კვლევით ინსტიტუტს დაავალა შეექმნა რობოტიზებული ქირურგიული მანქანა, რომელსაც ჯარში გამოიყენებდნენ, თუმცა პრაკტიკაში პროტოტიპი არავის გამოუყენებია. 1995 წელს თეორიის დასატესტად დაფუძნდა კომპანია Intuitive Surgical. პროექტს სახელად აღორძინების ხანის იტალიელი ხელოვანისა და მეცნიერ/გამომგონებლის ლეონარდო და ვინჩის სახელი დაარქვეს.როგორც ზემოთ ვახსენე 1999 წლიდან კომპანია აქტიურად შეუდგა მუშაობას და უკვე 2000 წელს FDA-ს( ამერიკის კვებისა და წამლების ადმინისტრაცია, რომელიც იძლევა ლიცენზიებს) წარედგინა პირველი პროტოტიპი. პირველი წარმატებული ტესტ ლაპარასკოპიული ოპერაციაც ამავე წელს ჩატარდა და კომპანიას მიეცა სერიული წარმოების უფლება. უკვე 2003 წლიდან ''და-ვინჩი'' აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს წამყვარ სამედიცინო დაწესებულებებში.

რაც შეეხება სისტემის ღირებულებას. საბაზისო ფასი იწყება 2.2 მილიონი დოლარიდან)) 2 მილიონი დოლარი 1 სისტემისთვის, რაც მთავარია ფასში არ შედის ქირურგების გადამზადება და თვითონ გადასამზადებელი პროგრამაც, რომელსაც ქვემოთ გაჩვენებთ. ყოველ წლიურად სისტემის შენახვა ჯდება საშუალოდ 180 000$, ხოლო ყოველ ჩატარებულ ოპერაციაზე საჭიროა დამატებითი 3 500$. დამეთანხმებით ძალიან ძვირი სიამოვნებაა!!

2016 წლის სექტემბრის მონაცემებით მთელს მსოფლიოში 3.803 სისტემა არის გაყიდული, აქედან 2.501 აშშ-ში, 644 ევროპაში, 476 აზიაში და დანარჩენი 182 დანარცენ მსოფლიოში. 1. ასე გამოიყურება საოპერაციო ოთახი ''და-ვინჩი''ს სისტემებით.

2. მთლიანი სისტემა შედგება 3 ნაწილისაგან.

3. ქირურგის კონსოლი, საიდანაც ოპერატორი დისტანციურად მართავს რობოტს. ნებისემიერ VR(ვირტუალური რეალობის) მოთამაშეს შეშურდებოდა))

4. რობოტი იმეორებს ქირურგის(ოპერატორი) ხელის მოძრაობებს.

5. თავად რობოტი. დღეს კიდევ უფრო დახვეწილი რობოტები მუშაობენ.

6. ერთი მცირე განაკვეთით რობოტი მუცლის ღრუშია. ''და-ვინჩი'' აქტიურად გამოიყენება როგორც ზოგად ქირურგიულ ინვაზიებში, ასევე თორაკო, კარდილოგიურ ქირურგიაში, გინეკოლოგიასა და უროლოგიაში.

7. მონიტორი, სისტემური ბლოკითა და ყველა საჭირო დანადგარით, რომელიც საჭიროა ასისტენტისთის. თავად ქირურგი გამოსახულებას კონსოლში ხედავს.

8. ეს კი მოსამზადებელი სიმულატორი, სადაც ქირურგები ეუფლებიან ''და-ვინჩი''ს შესაძლებლობებს. ჩატვირთულია სხვა და სხვა სიტუაციური შემთხვევა, სადაც ოპერატორი სწავლობს განსხავებული დავალებების შესრულებას ეს იქნება გაკვეთა, გაკერვა თუ სხვა....

9. ოპერაცია კოოპერატივში))

ამ ყველაფრის შემდეგ ძნელია ვინმემ დაიწუნოს სისტემა, თუმცა 2000იანი წლების დასაწყისში ატაცებული ''და-ვინჩი'' ნელ ნელა თმობს პოზიციებს. გამოჩნდნენ ბევრი უკმაყოფილო ქირურგები და ასოციაციები. პირველი, რაც უკმაყოფილებას იწვევს ეს სისტემის საოპერაციო ხარჯებია. მეორე, ეს პაციენტთან უშუალო კონტაკტის არ არსებობით გამოწვეული დისკომფორტია. აი რას ამბობს ერთი ერთი ქართველი კარდიო ქირურგი სისტემაზე: - ევროპაში მეც გამიკეთებია ''და-ვინჩის'' მეშვეობით ოპერაცია. რობოტით თითქოს უფრო დიდი დისტანციიდან გიწევს მანიპულირება, უფრო ხანგრძლივი მუშაობა გიხდება. გარდა ამისა, პრობლემა ის არის, რომ ნაკერის დადების დროს უყურებ ძაფის დაჭიმულობას, მხედველობითი მგრძნობელობა მოდის წინ, ტაქტილური (შეხებითი) კი უკან იხევს, არადა ამ უკანასკნელს ქირურგიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კიდევ მრავალი ნიუანსი და ტექნიკური დეტალია, რის გამოც მედიცინა თორაკოსკოპიულ ქირურგიაზე გადავიდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად ციფრული სამყარო სწრაფად ვითარდება, მედიცინა კი ერთ ერთი პირველია, ვინც ამ განვითარების ფერხულში უნდა ჩაებას. სამწუხაროდ, ქართული მედიცინა ამ პროცესების მონაწილე გარკვეული მიზეზების გამო ვერ გამხდარა უკვე რამდენი წელია.....

bottom of page