top of page
Untitled.png

ბინა ნახევარ მილიონ დოლარად

ქართული დუბაი, კალიფორნიული პალმებითა და ჩინური ხარისხით..დიახ ეს ბათუმია. მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლიდან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა რამოდენიმე ასეულჯერ გაიზარდა, ძნელად თუ იპოვით კომპანიას, რომელიც ხარისხიან ბინას ჩაგაბარებთ, თავისი ცენტრალური გათბობა/გაგრილებითა და საფოსტო ყუთებით, ინდივიდუალურ პარკინგზე, საკაბელო ტელევიზიაზე და სხვა ელემენტარულ სერვისებზე ბევრი რომ არ ვისაუბროთ. ფასადი გამოძეძგილი კონდინციონერებითა და სატელიტური თეფშებით... ბლეჰჰ მთელს ამ სიბნელეში, ფასაშეჰირულ არქიტეკტურაში... ნეხვში ამოსული ვარდივით 2014 წელს დაიწყო საქართველოში პირველი პრემიუმ კლასის ცათამბჯენის მშენებლობა. 44 სართულიან, 158 მეტრის შენობის პროექტზე იმუშავა ბრიტანულმა კომპანიამ «Broadway Malyan» -მა. მშენებლობას კი თუქულმა «System Construction»-მა უთამადა. თავდაპირველი პროექტი ბევრად მაღალი და მასშტაბური იყო, თუმცა მშენებლობის პროცესში სართულიანობა და სიმაღლე შემცირდა. შენობა ოფიციალურად ჯერ არ არის ჩაბარებული თუმცა საფასადე და კონსტქუციული ნაწილის მოწყობა დასრულებულია. კვადრატული მეტრის ფასი მშენებლობისას 1400$-იდან იწყებოდა ახლა საშუალოდ 2500$ ღირს. კოპლექსში არის 418 აპარტემენტი, აქედან 16 პენტჰაუსი ზედა სართულებზეა. საცხოვრებლის გარდა პორტაში არის 100 სასტუმრო ოთახი,ფიტნეს ცენტრები, კაზინო, რესტორნები და მაღაზიები. აპარტემენტები იწყება 88 550 $ -იდან და ნახევარ მილიონ დოლარამდე ადის, შეიძლება უფრო მეტზეც. 1. ხედი ჰილტონიდან. ვინ წარმოიდგენს, რომ ეს ჯიბეგახვრეტილი საქართველოა.

2. მთავარია ქალაქში ღრმად არ შეხვიდე))

3. მშენებლობა ზუსტად 3 წლის წინ დაიწყო.

4.

5.

6. მშენებლობაზე საკმაოდ მაღალი ხარისხის მასალებია გამოყენებული. შემოსვა არის ყველაზე საინტერესო პროცესი მშენებლობისას))

7. შევიხედოთ შიგნით!! სიმართლე გითხრათ ბევრად უკეთესს ველოდი.. ჰოლი ნორმალურია

8. უხასიათო, ცივი და ღარიბული. საკიდი ქემელფაშაში ნაყიდს ჰგავს.

9. სამზარეულოს რამოდენიმე ვარიანტი

10.

11. ისურვებდით ასეთ სააბაზანოს?

12.

13. ჰა სოჭი, ადლერი თუ ბათუმი? ))

პორტა ბათუმი არის პირველი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი ცათამბჯენი ბათუმში. დარწმუნებული ვარ, შენობა ქალქის სავიზიტო ბარათი და ხარისხიანი მშენებლობის მაგალითი გახდება ბევრი დეველოპერისთვის. ქალაქის სქაილაინსაც კიდევ ბევრი წელი დაამშვენებს. უძრავი ქონების თემას მომავალ ბლოგებსაც დავუთმობ.

bottom of page