top of page
Untitled.png

შვეიცარიული მატარებლები ქართულ რეალობაში


უკვე 1 წელი შესრულდა რაც ქართულ რელსებზე შვეიცარიული მატარებლები ოპერირებენ. სულ 4 შემადგენლობა, რომლებიც მხოლოდ თბილისი - ბათუმის მარშრუტს ემსახურებიან, ჩვენს ჯიბეებს 39.8 მილიონი ევრო დაუჯდა.... დაახლოებით 10 მილიონი თითო შემადგენლობაზე. დამეთანხმებით საკმაოდ დიდი თანხაა, თუმცა რას იტყვით თუ გეტყვით, რომ შვეიცარიელებმა თითო შემადგენლობაზე დაახლოებით 5 მილიონი ევრო დაგვიკლეს ვიდრე ეს მისი საბაზრო ღირებულებაა?)) გაგეცინებათ ალბათ, შვეიცარიელი და ფულის ჩუქება. თუმცა ეს მართლა ასე მოხდა.

რამოდენიმე წლის წინ შვეიცარიულმა კომპანიამ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დასაფარად ახალი ქარხნის მშენებლობა დაიწყო მინსკში, ბელორუსის დედაქალაქში. სწორედ ამ ქარხანაში აწყობილი შემადგენლობები გაიყიდა პირველ მსხვილ კონტრაკტორთან, რუსულ აეროექსპრესთან სულ 25 შემადგენლობა. თუმცა 2014 წლის მოვლენებმა(სანქციებმა) დიდი ფინანსური ზარალი მიაყენა კომპანიას....კონტრაკტი ჩაშალა და დარჩენილ მატარებლებზეც უარი თქვა. უკვე აწყობილი შემადგენლობები კი რამოდენიმე თვის განმავლობაში სარეზერვო სადგომზე იყვნენ გაჩარებულნი. არსებული სიტუაციით პირველად აზერბაიჯანმა ისარგებლა და რუსული აეროექსპრესისთვის გადასაცემად გამზადებული მატარებლები ბაქოში წაიყვანა, სულ 5 შემადგენლობა. სარეზერვო სადგომში კიდევ რამოდენიმე შემადგენლობა ელოდა ახალ პატრონს. ჩვენც არ დავაყოვნეთ, შვეიცარიელებმაც იაქტიურეს და რამოდენიმე თვე უფუნქციოდ მდგარი მატარებლები ჩვენთვის '' შეღავათიან '' ფასად გადმოგვცეს. 39.8 მილიონი ევროს კონტრაკტიც გავაფორმეთ და ვუალა.. ყველაფერი კარგია, ორსართულიანი მატარებელი, წარმოგიდგენიათ ორსართულიანი?? თან შვეიცარიული, გასისინებული ვინ წარმოიდგენდა..... თუმცა ყველაფერი არც ისე კარგადაა ვიდრე ჩანს. 1. სანამ პრობლემაზე გადავიდოდე იხილეთ ბელორუსში აწყობილი Stadler KISS-ის ოპერატორები. ესეც რუსული აეროექპრესის მატარებელი.

2. აზერბაიჯანული Stadler KISS

3. ქართული Stadler KISS

სამივე მატარებელი იდენტურია, მხოლოდ ფერებით განსხვავდებიან.... თუმცა ყველაზე დიდი განსხვავება რაც ჩვენსა და აზერბაიჯანულ/რუსულ მატარებლებშია ეს სამოძრაო მარშრუტია. აი სად გვაჭამეს შვეიცარიელებმა ან ვიცოდით და მაინც ვჭამეთ. .როგორც ვახსენე კონკრეტულ მოდელს ქვია Stadler KISS.თვითონ სახელი KISS ( komfortabler innovativer spurtstarker S-Bahn-Zug ) გულისხმობს: კომფორტული, ინოვაციური, სუბურბანული მატარებელი. დადიან მოკლე დისტანციებზე. სავარძლებიც სწორედ რომ ასეთ დისტანციებზე სამოძრაოდაა შექმნილი( ძირითადად მეორე კლასის ). ქვემოთ მოგიყვანთ მცირე ჩამონათვალს თუ რამხელა დისტანციაზე მოძრაობენ მთელს მსოფლიოში მსგავსი შემადგენლობები: რუსეთი ვნუკოვო - სადგური კიევსკი --------- 35წთ შერემეტოვო - სადგური ბელორუსკი --------- 35წთ დომოდედოვო - სადგური პაველეცკი --------- 45წთ აზერბაიჯანი ბაქო - სუმგაიტი --------- 40წთ ლუქსემბურგი ლუქსემბურგი - კობლენცი --------- 1სთ 30წთ შვეიცარია ჟენევა - ვევეი --------- 1სთ 7წთ ჟენევა - რომონტი --------- 1სთ 24წთ ჟენევა -ციურიხი --------- 2სთ 44წთ ჟენევა - შაფჰაუზენი --------- 3სთ ბერნი - ბიელ --------- 35წთ ავსტრია ვენა - ზალცბურგი --------- 2სთ საქართველო თბილისი - ბათუმი ---------------- 4სთ 50წთ თვითონ მეორე კლასის სავარძლებიც კი გვეუბნებიან რომ აეროპორტში უნდა მიდიოდეს მატარებელი და არა ბათუმში ))) 4. რამდენი ადამიანი ყავს გამწარებული ამ სკამებს?))

5. თვითმფრინავუკები სავარძლებზე)) უაღრესად დაბალი ერგონომიულობა. გათვლილი მხოლოდ საშუალო 2 საათიან მგზავრობაზე

თვითონ მოვლენა რომ შევაფასოთ, ერთპიროვნულად დადებითია. ძნელად თუ ვივარაუდებდი, რომ ჩვენთანაც ისეთივე დონის მატარებლები ივლიდნენ 2017 წელს, როგორიც ავსტრიასა და შვეიცარიაში დადიან. თუმცა რაციონალურად აზროვნება რომ გვიჭირს ამ ერთმა მაგალითმაც აჩვენა. დაახლოებით ასეთი სიტუაცია გამოვიდა... დიაბეტიკი კინდერის კვერცხში ჩავსვით. მაგრამ მაინც რა ლამაზია ეს ოხერი ჰა? )

-------------------------------------------------------------------------------------------------- Stadler-ი საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენებას გეგმავს

bottom of page